ნინი ქარსელაძე

„ფიროსმანი არ ჩანს?" - ნინი ქარსელაძეს საბარგული ვარდებით აუვსეს

156
(განახლებულია 13:03 10.06.2019)
მომღერალ ნინი ქარსელაძეს ავტომანქანის საბარგული ვარდებით აუვსეს. მისი მეგობრები „ფიროსმანს“ ეძებენ.

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოცილურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ, მომღერალმა უამრავი ვარდი საჩუქრად მიიღო. ფოტოებს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.

„ჩემი გოგოოოო, შენ სულ ასეთი გახარებული უნდა იყო", – წერს მომღერალი ცისანა სეფიაშვილი. „მგონი, ისევ უნდა მოხვიდე დეტექტორზე კარგი სიახლეებით", – დაწერა ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ. „აი, ამას ჰქვია, ყვავილებში დამეკარგე", „ფიროსმანი არ ჩანს?", „დედააა როგორ მომწონს უკვე“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ნინი ქარსელაძე ქართველმა მაყურებელმა ბავშვობიდან გაიცნო. „ქუჩის ბიჭებთან'' ერთად შესრულებულმა სიმღერამ მას წარმატება მოუტანა. თუმცა ნინის პროფესიად მომღერლობა არ აურჩევია. იურისტობა გადაწყვიტა. ამბობს, რომ პროფესიის შერჩევაში ბიძა - მერაბ ჟორდანია დაეხმარა.

თბილისში რამდენჯერმე გავრცელდა ჭორი, რომ ნინი თხოვდებოდა, თუმცა ეს ჭორი არასდროს დადასტურდა. ნინი არ საუბრობდა არასდროს პირად თემაზე თუმცა ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ ერთადერთხელ უყვარდა სერიოზულად და ბიჭის ოჯახმა ის მამის წარსულის გამო დაიწუნა. საბოლოოდ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ნინი ამ თემაზე გულდაწყვეტილი ამბობს, რომ მამამისმა თუ ვინმეს რამე დაუშავა, პირველ რიგში საკუთარ თავს.

ნინი ქარსელაძე: ჯერჯერობით ვერ ჩამოვყალიბდი კონკრეტულად რა მინდა >>>

შეყვარებულთან დაშორებას ნინი დეპრესიაში არ ჩაუგდია. არაჩვეულებრივად გამოიყურება და ეს სოციალურ ქსლში გამოქვეყნებული მისი ფოტოებითაც ხშირად დასტურდება.

156
თემები:
სელებრითების ცხოვრება (517)