მუსიკალური დაჯილდოება

11 ივნისს „ოქროს ტალღის" ფინალისტები გამოვლინდებიან

65
(განახლებულია 10:47 10.06.2019)
11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი „ოქროს ტალღას“ უმასპინძლებს. წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია წელს უკვე მეექვსედ იმართება.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. 11 ივნისს, 18:30 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი „ოქროს ტალღას“ უმასპინძლებს. წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიას რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ წელს უკვე მეექვსედ მართავს.

„ოქროს ტალღის“ ნომინანტებს შორის მოხვდა ის სიმღერები, რომელთა პრემიერა მთელი წლის განმავლობაში რადიოჰოლდინგის ოთხი რადიოს: „არ დაიდარდოს“, „ფორტუნას“, „ავტორადიოსა“ და „ფორტუნა პლუსის“ ეთერში შედგა.

„ოქროს ტალღას" წელს სიახლე აქვს  - კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეული სამი ნომინანტი 8 კატეგორიისთვის სწორედ დღეს დასახელდება. ეს არის პირველი პრეცედენტი კონკურსის არსებობის ისტორიაში, როდესაც სამეულები წინასწარ სახელდება. ამ 8 ნომინაციის გარდა, გამოვლინდება კიდევ არაერთი კატეგორიის გამარჯვებული, და საერთო ჯამში, სულ 15 ჯილდო გაიცემა.

პატარა მომღერალმა დათო ევგენიძე აატირა >>>

ინტერნეტრჩეულის გამოსავლენად უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცედურა საიტის goldenwave.ge საშუალებით, რომელიც 10 ივნისს დასრულდა. 

პრესკონფერენციაზე „ფორტუნას“ მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, ნატა ხარაშვილმა 8 ნომინაციის სამეულები დაასახელა.

გთავაზობთ ჩამონათვალს:

წლის სიმღერა

სტეფანე -„ შენთან მოვდივარ“, ანრი ჯოხაძე - „ცივი ნოემბერი“, ნოდიკო ტატიშვილი - „მე ვოცნებობდი“

წლის დებიუტი

Project-O – „არ მახსოვს“, ქართული კვარტეტი - „მზის სხივები“, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები - „ისე ძლიერ შეგიყვარე“

წლის ჯგუფი/ანსამბლი

მგზავრები - „რემბო“, სახე - „სიყვარულის დღე“, შვიდკაცა - „მხარე ლამაზი“

წლის დუეტი

მწვანე ოთახი და უმა ჯეი - „ჩემთან აღარ ხარ“, სოფო ნიჟარაძე და საბა კემულარია - „შემოდგომა“, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები - „ისე ძლიერ შეგიყვარე“

წლის მომღერალი ქალი

ლელა წურწუმია - „შორს, სადღაც შორს“ (Live), სოფო გელოვანი - „ცივი ხელები“, მაკა ზამბახიძე - „ჩემთან ერთად“

წლის მომღერალი კაცი

სტეფანე - „შენთან მოვდივარ“, ნოდიკო ტატიშვილი - „მე ვოცნებობდი“, გიორგი სუხიტაშვილი - „დაბრუნდები“

წლის ქალაქური სიმღერა

ლაშა ღლონტი და გროს ოქტეტი - „ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ“, თეატრალურის კვარტეტი - ჯანსუღ კახიძის პოპური, ტრიო ალილო - „ძველი ჰანგი“

წლის რიმეიქი

ქართული ხმების ტრიო - „წვიმდა“, სოფო ნიჟარაძე და საბა კემულარია - „შემოდგომა“, ტრიო ალილო - „ძველი ჰანგი“

ტრადიციულად, „ოქროს ტალღისთვის“ შერჩეული ჟიურის ვინაობაც 11 ივნისს დასახელდება, ცერემონიამდე ჟიურის ყველა წევრის ვინაობა გასაიდუმლოებულია.

წლევანდელი „ოქროს ტალღა“ ლეგენდარულ ჯგუფს „ქუინი“ ეძღვნება. სპეციალურად ღონისძიებისთვის თბილისში ჩამოდის კანადელი შემსრულებელი მარკ მარტელი, რომელიც „ქუინის“ სიმღერებს შეასრულებს.

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

65
თემები:
საქართველო და კულტურა (362)