პროექტი „168“

პროექტი „168”: რატომ ცხოვრობს ხუთი მხატვარი ყოფილი ზოოპარკის ვოლიერებში

122
(განახლებულია 20:47 08.06.2019)
პროექტის ფარგლებში ხუთი მხატვარი ერთი კვირის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში იცხოვრებს და შემოქმედებითად იმუშავებს კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ ყოფილი ზოოპარკის ვოლიერებში.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ხუთი მხატვარი უკვე რამდენიმე დღეა, რუსთავში ძველი ზოოპარკის ვოლიერებში ცხოვრობს, ამის შესახებ ინფორმაციას სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი ავრცელებს.

პროექტი „168" რუსთაველი მხატვრების ორგანიზებით და სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელშეწყობით ხორციელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 5 მხატვარი - დავით ფიცხელაური, გიორგი ჩაჩანიძე, მალხაზ დათუკიშვილი, შალვა ხრიკული და დავით დოთიაშვილი ერთი კვირის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში იცხოვრებენ და შემოქმედებითად იმუშავებენ კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ ყოფილი ზოოპარკის ვოლიერებში.

პროექტი „168" ყველა სტუმარისთვის ღიაა, თუმცა მისი დასრულების შემდეგ მხატვრებს იმედი აქვთ, რომ სივრცე სახელოვნებო ხასიათს მიიღებს.

პროექტის დაწყებიდან 100 საათზე მეტი გავიდა.

122
თემები:
საქართველო და კულტურა (939)
Tbilisi Photo Festival 2020

„იცნობდე შენს მეზობელს“ თბილისში უჩვეულო გამოფენა იხსნება

18
(განახლებულია 19:20 29.09.2020)
პანდემია მარადიული არ არის, კულტურული შიმშილობა – კი. დედაქალაქში იხსნება გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მხატვრები საქართველოდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. გამოფენა სახელწოდებით „იცნობდე შენს მეზობელს“ თბილისის სასტუმრო Stamba–ში 30 სექტემბერს გაიხსნება და 4 ოქტომბრამდე გასტანს. გამოფენა საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ოცზე მეტ მხატვარს გააერთიანებს, იუწყებიან ორგანიზატორები.

გამოფენას მართავს არტ–კომპანია „პროპაგანდა“, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო საერთაშორისო მასშტაბის გამოფენის მოწყობა.

ქართველ მხატვრებთან ერთად ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ბელარუსი, პოლონელი, ესტონელი და სერბი მხატვრების პროექტები.

„ეს გამოფენა საერთო სურათის შექმნის, პირდაპირი კონტაქტის დამყარებისა და იმ „comradeship“-ის გრძნობის აღდგენის მცდელობაა, რომელიც რეგიონში მცხოვრებ და მომუშავე ხელოვანებს შორის არსებობდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პანდემიის გამო დახურულ სივრცეში ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვებისა და რეგულაციების გათვალისწინებით გამოფენაზე დასწრებას ერთდროულად შეძლებს მხოლოდ ხუთი ადამიანი წინასწარი ჩაწერით შემდეგ ვებ–გვერდზე. ვირტუალურად გამოფენის დათვალიერება კი შესაძლებელია აქ.

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა>>

„პროპაგანდა“ პირობას დებს, რომ პროექტს ყოველწლიურად გამართავს და ყოველ ჯერზე ღონისძიებაზე პასუხისმგებელი იქნება ახალი კურატორი ახალი ლოკაციით, კონცეფციითა და თემით.

18
თემები:
საქართველო და კულტურა (939)
გიორგი კეკელიძე

„კითხვა შემიძლია ყველგან“ საქართველოში ახალი პროექტი დაიწყო

54
(განახლებულია 15:18 29.09.2020)
კორონავირუსის პანდემიის პირობებში გიორგი კეკელიძე წიგნის მოყვარულებს მორიგ სახალისო კონკურსს სთავაზობს.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გამომცემლობა Palitra L-თან ერთად სახალისო კონკურსი დაიწყო.

კეკელიძე ხშირად აწყობს საინტერესო კონკურსებს, ამჯერად მან საკუთარ Facebook-გვერდზე კონკურსის „კითხვა შემიძლია ყველგან“ დაწყება დააანონსა, რომელსაც შეუერთდა საგამომცემლო სახლი Palitra L. 

კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერ ადგილზე – საყვარელ, მყუდრო ან, თუნდაც, უცნაურ ადგილზე გადაღებული ფოტოსურათი Facebook-გვერდზე გამოაქვეყნოს ჰეშთეგით #კითხვაშემიძლიაყველგან.

„რამდენადაც კითხვა სტრესს ამცირებს, გვაქცევს უფრო გულისხმიერ და საუკეთესო თანამოსაუბრედ, აუმჯობესებს ჩვენს მეხსიერებას და აზროვნებას, ჩვენ გვინდა მაქსიმალურად წავახალისოთ ეს პროცესი“, – განაცხადა Palitra L-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მარიამ აბდუშელიშვილმა.

სასურველია, რომ ფოტოზე ჩანდეს მთავარი გმირი, რომელიც კითხულობს. გამომცემლობა ორ საუკეთესო ფოტოსურათს შეარჩევს, რომელთაც მის გვერდზე გამოაქვეყნებს, ავტორები კი საჩუქრებს მიიღებენ.

გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, ესეისტი, ტელეწამყვანი, პრემია „საბას“, „ოქროს ფრთის“ ლაურეატი, ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელია, რომელიც აქტიურად ეწევა კითხვის პოპულარიზაციას. იგი 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორია.

54
საქართველოსა და ევროკავშირის დროშები

მორიგი დახმარება COVID-19–თან ბრძოლისთვის: ევროკავშირთან ორ შეთანხმებას მოეწერა ხელი

0
(განახლებულია 21:37 29.09.2020)
მხარდაჭერა მოიცავს მედიკამენტებს, მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ მხარდაჭერას, გრანტებს ფერმერებისთვის და სხვ.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველო მიიღებს 129 მილიონ ევროს, რომელიც ქვეყანას დაეხმარება, გაუმკლავდეს კორონავირუსის აფეთქებას და მის გავლენას ეკონომიკაზე.

ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰელმა და საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიუსელში 129 მლნ ევროზე ორ ფინანსურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, აღნიშნულია ევროპის კომისიის განცხადებაში.

კორონავირუსის პანდემიამ ნეგატიური გავლენა მოახდინა როგორც კერძო სექტორზე, ისე საქართველოს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე. მთავრობა იძულებული გახდა, მეწარმეებისა და მოაქალაქეების დასახმარებლად, ასევე ეპიდემიის გავრცელების აღმოსაფხვრელად და დაავადებულთა მკურნალობისთვის დამატებითი რესურსები მოეზიდა.

ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის (პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული) რიგ მოქმედებებს მოიცავს, რაც ითვალისწინებს ქვეყნის მოქალაქეების დახმარებას პანდემიის შედეგებთან გამკლავებაში. მხარდაჭერა მოიცავს მედიკამენტებს, მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ მხარდაჭერას, უპროცენტო სესხებსა და გრანტებს ფერმერებისთვის, ასევე პირდაპირ ფინანსურ მხარდაჭერას სახელმწიფო ბიუჯეტში.

რას ხმარდება გაზრდილი სახელმწიფო ვალი და რა განრიგით მოუწევს ქვეყანას მისი გასტუმრება>>

პირველი შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას 75 მლნ ევროს ოდენობის გრანტის მეშვეობით.

ზომები მოიცავს სოციალურად დაუხცველი ოჯახების სოციალურ დახმარებას, ბიზნესის მხარდაჭერას, რომლებმაც რთულ დროს სამუშაო შეინარჩუნეს. ის ასევე ითვალისწინებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების რაოდენობის გაზრდას, რათა ქვეყანა მზად იყოს ინფექციის პოტენციური ზრდისთვის.

მეორე შეთანხმებაა „ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება“, რომლის ფარგლებშიც გრანტების სახით 54 მილიონი ევრო გამოიყოფა. ეს თანხა რეგიონების განვითარებას მოხმარდება. პროგრამა მიმართულია ქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მშენებლობაზე, ტურიზმის განვითარების წახალისებასა და მცირე და საშუალო კომპანიებისა და ინოვაციების მხარდაჭერაზე.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში