თბილისში ცნობილი ლიეტუველი ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

© Facebook / Geoscoveryქარვასლა
ქარვასლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელებს შესაძლებლობა ექნებათ, ვან დაიკის უნიკალური ფლამანდრიული  ტექნოლოგიის გამოყენებით დაბეჭდილი ფოტოები იხილონ

თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. გამოფენა სახელწოდებით „ვილნიუსის სცენები - ვან დაიკის ყავისფერი პრინტები" ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში 2019 წლის 12 ივნისს გაიხსნება.

თბილისის ოპერის თეატრის დარბაზი - Sputnik საქართველო
თბილისში ოპერა „კარმენი" აჟღერდება

საულიუს პაუკშტისი - ლიეტუვაში ცნობილი 55 წლის მხატვარი და მოქანდაკეა, ავტორი მუსიკოს ფრენკ ზაპას მონუმენტური ბიუსტისა, რომელიც ქალაქ ვილნიუსში დგას. სპეციალობით ინჟინერ-ელექტრიკოსი, იგი ვილნიუსის სამხატვრო აკადემიის პედაგოგად მუშაობდა.

პაუკშტისს ლიეტუვაში პოსტმოდერნისტული ფოტოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა წარმომადგენლად მიიჩნევენ. იგი არის ლიეტუვას ფოტოგრაფთა კავშირის წევრი და სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ ლიტველი ავტორების არაერთი გამოფენის ორგანიზატორი.

„გასაოცრად მაგარი ქართველები“ - ალექსანდრ პუშკინის ტფილისური შთაბეჭდილებები >>

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტოები, რომლებიც ასახავენ ვილნიუსის შენობებსა და კომპოზიციებს შუა საუკუნეებიდან, დაბეჭდილია ვან დაიკის უნიკალური ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაპატენტდა.

„გამოფენას სიმბოლურად შეიძლება დროის მანქანაც ეწოდოს - გამოსახულებები ერთმანეთთან აკავშირებენ წარსულსა და მომავალს და ქმნიან უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს ისტორიულ მეხსიერებასა და დღევანდელი ფოტოგრაფიის მიერ მოთხრობილ ამბებს“, - ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან - საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოში ლიეტუვას რესპუბლიკის საელჩო.

გამოფენა 18:00 საათზე გაიხსნება. ექსპოზიცია „ქარვასლაში“ 18 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0