Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

როგორ გამოიყურებოდა და ვისი კაბა ეცვა ნატალია ყიფშიძეს ბანკეტზე

© photo: nataliakipshidze / Instagramნატალია ყიფშიძე
ნატალია ყიფშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობ გიორგი ყიფშიძის და მოდელ კრისტი ყიფშიძის შვილი ნატალია ყიფშიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში საკმაოდ პატარა ასაკიდან მოექცა.

ნატალია ყიფშიძის პოპულარობის მიზეზი ცნობილი მშობლები და ბაბუა იყო. ამასთან, ის ხშირად იღებდა მონაწილეობას დედასთან ერთად ფოტოსესიებში.

ნატალია საკმაოდ პატარა იყო, როცა მისი მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ, თუმცა დედაც და მამა აქტიურად იყო ჩართული მის აღზრდაში და არასოდეს აკლებდნენ შვილს ყურადღებას.

კრისტი ყიფშიძე - Sputnik საქართველო
ყიფშიძე: ყველაფერს ვუსრულებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამითი ვაფუჭებ

საკმაოდ პატარა იყო ნატალია, როცა დედას სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე, ივენთებზე დაჰყავდა. შემდეგ კი ის თვითონვე არ აკლდებოდა მნიშვნელოვან შეხვედრებს.
ნატალია ყოველთვის გამოირჩეოდა ვიზუალური მონაცემებით და ხშირად დედას ამსგავსებდნენ. თუმცა რაც უფრო გაიზარდა, დედა-შვილს შორის ვიზუალური მსგავსება უფრო აშკარა გახდა.

გიორგი ყიფშიძე: ბავშვობაში ზურასთან ნაკლებად მქონდა კონტაქტი >>>

დედა-შვილს საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აქვთ და როგორც კრისტიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, პირადი ცხოვრების შესახებ ყოველთვის უყვება შვილს. ნატალიას კი სურს, დედა გათხოვდეს და და გაუჩინოს.

წელს ნატალიამ სკოლა დაამთავრა. ბუნებრივია, გაჩნდა ინტერესი, თუ როგორ კაბას შეარჩევდა საბანკეტოდ.

Посмотреть эту публикацию в Instagram

My Love 💗 @nataliakipshidze

Публикация от Kristi Kipshidze (@kristikipshidze)

ბანკეტზე ნატალიას ულამაზესი, ვარდისფერი, ეფექტური კაბა ეცვა, რომელიც როგორც გაირკვა, დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის მიერაა შექმნილი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დედა-შვილს და დიზაინერს შორის უკვე წლებია მეგობრული ურთიერთობა არსებობს.

არანაკლები მოწონება დაიმსახურა მისმა მაკიაჟმა, რომელიც რუჯის შესაბამის ფერებში იყო გადაწყვეტილი და ვიზაჟისტმა ნინო მარტაშვილმა გაუკეთა.
ჯერჯერობით უცნობია, სამომავლოდ რა გეგმები აქვს ნატალიას, ბაბუის და მამის მსგავსად სამსახიობო გზას აირჩევს, თუ სხვა სფეროში მოსინჯავს ძალებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0