მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის განახლებული თეატრი სიახლეებს გპირდებათ

© Mestia Municipality / FBლეო ფილფანის სახელობის თეატრი
ლეო ფილფანის სახელობის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესტიაში ფოლკლორული კოლექტივებისთვის ახალი ლოკაცია გაჩნდა – მსახიობ ლეო ფილფანის სახელობის თეატრი.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. მესტიაში კინოსა და თეატრის ცნობილი ქართველი მსახიობის ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის გარემონტებული შენობა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა – განახლებულ თეატრში კინოჩვენებები, საკონცერტო საღამოები, თეატრალური დადგმები გაიმართება, ნათქვამია მესტიის მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

კინომოყვარულები ლეო ფილფანს იცნობენ ისეთი ფილმებით, როგორიცაა „ჩვენი ეზო", „თეთრი ქარავანი", „ხევსურული ბალადა", „მთვარის მოტაცება", „უძინართა მზე" და ა.შ. ფილფანი სოფელ ლენჯერიდან იყო, დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და სხვადასხვა წლებში მუშაობდა სოხუმისა და რუსთავის თეატრების სცენებზე.

შეხვედრა ლეგენდასთან: სოხუმი, ვლადიმირ ვისოცკი და მიშა ხერგიანი>>>

თეატრის შენობის ავარიული მდგომარეობის გამო ადგილობრივ შემოქმედებით კოლექტივებს წლების განმავლობაში არ ჰქონდათ რეპეტიციების ჩატარებისა და მაყურებლის წინაშე წარდგომის საშუალება.

სვანეთი ზამთარში - Sputnik საქართველო
სვანეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

დღეს ფილფანის თეატრმა ახალი იერი შეიძინა: იგი საფუძვლიანად გარემონტდა, აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით, თეატრს გაუჩნდა საკუთარი ამფითეატრი, კეთილმოწყობილი ტერიტორია, გაიხსნა ავტოსადგომი და საბავშვო გასართობი ცენტრი.

თეატრის რესტავრაციის პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდის" მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 4,7 მლნ ლარი იყო.

განახლებული თეატრის საზეიმო გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები.

„ეს არის კულტურის ცენტრი, რომელიც იქნება განახლებული სახლი სვანეთის, მესტიის მოსახლეობისთვის და, პირველ რიგში, 90-წლიანი გამოცდილების ანსამბლ "რიჰოსთვის". ეს დიდი მომავლის მქონე ანსამბლია და განახლებული სივრცე მის მრავალრიცხოვან წევრებს მისცემს საშუალებას იფიქრონ ახალ გეგმებზე, გაფართოებისა და განვითარების შესაძლებლობებზე. ფოლკლორის ცენტი იქნება საყვარელი ადგილი არა მარტო მესტიელებისთვის, არამედ მესტიის სტუმრებისთვისაც", – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში მაია ცქიტიშვილმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0