ვირტუოზი მევიოლინე დევიდ გარეტი საქართველოში კონცერტს გამართავს

© photo: David Garrett / FB დევიდ გარეტი
დევიდ გარეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკოსი კონცერტს საკუთარი შემოქმედების ათი წლის იუბილეს მიუძღვნის.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი გერმანელი მევიოლინე დევიდ გარეტი საქართველოში პირველად გამართავს კონცერტს 13 სექტემბერს.

ჯარედ ლეტო საქართველოში ჩამოდის - სად და როდის გაიმართება კონცერტი>>>

მუსიკოსი საკუთარ ორკესტრთან ერთად ქართველი მსმენელის წინაშე თბილისის სპორტის სასახლის სცენაზე წარდგება.

კონცერტის ორგანიზატორია საქართველოს კულტურის პალატა. საღამო გაიმართება სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

პუბლიკა გარეტის შესრულებით მოისმენს კომპოზიციას მისი ბოლო ალბომიდან Unlimited - Greatest Hits.

მუსიკოსი კონცერტს საკუთარი შემოქმედების ათი წლის იუბილეს მიუძღვნის.

გარეტის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებ-გვერდზე tkt.ge.

დევიდ გარეტის დიდების გზა

დევიდ გარეტი 38 წლისაა. იგი ამერიკელი პრიმა-ბალერინა დავ გარეტისა და გერმანელი იურისტის ჯორჯ პიტერ ბონგარტცის ოჯახში დაიბადა. მუსიკოსმა ფსევდონიმად დედის გვარი აიღო.

ჯესი ჯეი - Sputnik საქართველო
მომღერალი ჯესი ჯეი სცენაზე ქართველი დიზაინერის სამოსით წარდგა

დევიდმა ვიოლინოზე დაკვრა 4 წლიდან დაიწყო, 3 წლის შემდეგ კი ქალაქ ლიუბეკის კონსერვატორიაში ჩააბარა. ცხრა წლის მევიოლინის დებიუტი Kissinger Sommer-ის ფესტივალზე შედგა, 12 წლისამ კი ბრიტანელ მევიოლინესთან იდა გენდელთან დაიწყო მუშაობა.

11 წლის გარეტმა სტრადივარიუსის პირველი ვიოლინო საჩუქრად გერმანიის პრეზიდენტ რიხარდ ფონ ვაიცზეკერისგან პატივისცემის ნიშნად მიიღო.

13 წლის გარეტმა ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმა Deutsche Grammophon Gesellschaft-თან და ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი აღმოჩნდა მათ შორის, ვისაც მსგავსი კონტრაქტები აქვს გაფორმებული.

2008 წელს გარეტი გინესების წიგნშიც მოხვდა, მან „ბაზის ფრენა" 1 წუთსა და 6,52 წამში შეასრულა.

გარეტს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ფილმების ქავერები, როგორიცაა Viva La Vida, Smooth Criminal, Whole Lotta Bond და ა.შ.

დევიდ გარეტი ასევე მონაწილეობს ფილმში „პაგანინი: ეშმაკის მევიოლინე", რომელიც მსოფლიო კინოგაქირავებაში 2013 წელს გამოვიდა.

ყველა ახალი ამბავი
0