Google-მა ევროვიზია-2019-ის გამარჯვებულის ვინაობა იწინასწარმეტყველა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიბილალ ჰასანი (საფრანგეთი)
ბილალ ჰასანი (საფრანგეთი) - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორპორაციის წინასწარმეტყველება მნიშვნელოვნად განსხვავდება ბუკმეკერების პროგნოზებისგან, რომლებიც ნიდერლანდების წარმომადგენლის გამარჯვებაში არიან დარწმუნებულნი

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. კომპანია Google-მა შეადგინა კონკურს „ევროვიზიის“ ათი ფინალისტის საკუთარი რეიტინგი მომხმარებლების მიერ გაკეთებული მოთხოვნების მიხედვით, იუწყება РИА Новости კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„უკვე დღეს შეგიძლიათ შეიტყოთ, ვინ მოიგებს Google Search-ის მომხმარებელთა ვერსიით, თუ ქულები დაერიცხებოდა ქვეყნებს იმისათვის, რამდენად აქტიურად ეძებენ მათ მონაწილეებს სხვა ქვეყნების მცხოვრებნი“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ევროვიზია 2019“ ქართველი მომღერლის გარეშე მაინც არ ჩაივლის >>

Google-ს ვერსიით კონკურსის გამარჯვებული გახდება საფრანგეთი, რადგან მისი წარმომადგენელი ბილალ ჰასანი ქსელის მომხმარებლებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მეორე ადგილს დაიკავებს არაორდინარული ჯგუფი Hatari ისლანდიიდან, ხოლო მესამეს - მომღერალი რუსეთიდან სერგეი ლაზარევი.

 წლევანდელი ევროვიზიის მონაწილემ, ქართველმა თამთა გოდუაძემ ჰიტი Shallow წაიმღერა - Sputnik საქართველო
„ევროვიზია 2019“-ის მონაწილემ, თამთა გოდუაძემ ლედი გაგას ჰიტი Shallow წაიმღერა

რაც შეეხება დანარჩენ ათეულს, ხუთეულში შევლენ ნიდერლანდები და ბელარუსი, მეექვსე ადგილს დაიკავებს კვიპროსი (ანუ ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე), მეშვიდეს - შვეიცარია, მერვეს - იტალია, მეცხრეს - სან-მარინო, მეათეს კი - სერბეთი, ნათქვამია განცხადებაში.

„2017 წელს Google-ს ქულათა დათვლის სისტემამ კონკურსის გამარჯვებული სწორად იწინასწარმეტყველა, ხოლო 2018 წელს პირველი ადგილი „ევროვიზიაზე“ დაიკავა ინტერნეტ-აუდიტორიის ერთ-ერთმა ფავორიტმა“, - აღნიშნეს პრესსამსახურში.

„ევროვიზიის“ ფინალი შაბათს საღამოს თელ-ავივში გაიმართება, სადაც პოპულარულ მუსიკალურ კონკურსში გამარჯვებისთვის 26 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0