Кадр из фильма А потом мы танцевали

კანის ფესტივალზე წარდგენილი ფილმი ქართველი გეი წყვილის რეალურ სიყვარულზე მოგვითხრობს

195
(განახლებულია 18:57 14.05.2019)
''და ჩვენ ვიცეკვეთ'' კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. დღეს კანში საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება, სადაც ქარული წარმოშობის რეჟისორის ლევან აკინის ფილმს აჩვენებენ.  “და ჩვენ ვიცეკვეთ" ლევან აკინის პირველი ქართულენოვანი ფილმია.

„თეთრი ქარავანი“ კანის კინოფესტივალზე მიემგზავრება>>

 ფილმი  ერთსქესიანი წყვილის სიყვარულზეა.  ფილმის რეჟისორის, ლევან აკინის თქმით, ფილმს საფუძვლად საქართველოში მომხდარი რეალური მოვლენები დაედო.

 „ამ ფილმით მივხვდი, რომ ჩემს ფესვებს ვუბრუნდებოდი, როგორც რეჟისორი. ფილმში აღწერილია რეალური ადამიანების რეალური ცხოვრება და ის თუ რა ხდება ამ მხრივ საქართველოში“ - აცხადებს აკინი.

ქართულ-შვედურ სრულმეტრაჟიანი ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრებაზე, რომელიც რადიკალურად იცვლება, როდესაც თავისი ამბიციური და ქარიზმატული მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

ფილმის რეჟისორი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა LGBT ადამიანებზე ისტორიის მოყოლა და მათი პრობლემების წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი აზრით, ფილმი არამხოლოდ საქართველოში არსებულ პრობლემებზეა, არამედ თავისუფლებაზე და მის მნიშვნელობაზე.

ქართულ-შვედურ ფილმში მონაწილეობას ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი და ანა ჯავახიშვილი ღებულობენ.

"ის, რომ ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, როგორც ჩვენთვის, ასევე, ქართული კინოინდუსტრიისთვის. წლებია, ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი საკონკურსო სექციაში არ ყოფილა. აღნიშნულ სექციაში, შარშან გასპარ ნოეს ფილმმა „Climax“ გაიმარჯვა. იმედი გვაქვს, ჩვენც კარგი ამბებით დავბრუნდებით”, -  განაცხადა ფილმის პროდიუსერმა ქეთი დანელიამ.  

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი საკურორტო ქალაქ კანში ყოველწლიურად, მაისის მიწურულს იმართება. აკრედიტებულია კინოპროდიუსერების ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (FIAPF) მიერ მხატვრული ფილმების 15 საკონკურსო ფესტივალს შორის (ე.წ. „А კატეგორიის ფესტივალები).

კანის კინოფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული ფესტივალია, რომელიც წელს 14-დან 25 მაისის ჩათვლით გაიმართება.

195