ფესტივალი „ვარდატონი“ თბილისში

თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც საიათნოვას მიეძღვნება

140
ფესტივალ „ვარდატონის“ სტუმრებს ელოდებათ თბილისის თოჯინების სომხური თეატრის წარმოდგენა, გამოფენა და კონცერტი.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ფესტივალი სახელწოდებით „ვარდატონი“, რომელიც ეძღვნება ცნობილ თბილისელ სახალხო პოეტს – აშუღ საიათნოვას, საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში კვირას გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

საიათნოვას ხსოვნას: თბილისში დიდი პოეტის დღე აღნიშნეს >>

2019 წელს დღესასწაულს პირველად აღნიშნავენ ფესტივალით, ადრე ამ დღეს შემოქმედებითი კონცერტი იმართებოდა. ღონისძიება მეიდანზე, სურბ–გევორქის სომხური ეკლესიის მიმდებარედ გაიმართება.

ფესტივალის პროგრამაშია თბილისის თოჯინების სომხური თეატრის საბავშვო სპექტაკლი „იყო და არა იყო რა, იყო ერთი საიათნოვა“, კონკურსანტების ნამუშევრების გამოფენა, სურბ–გევორქის ტაძრის ეზოში საიათნოვას საფლავის ყვავილებით შემკობა და სხვ.

ასევე დაგეგმილია კონცერტი, სადაც ადგილობრივი და მოწვეული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები წარდგებიან.

ფესტივალის ორგანიზატორია „ქართველ სომეხთა კავშირი“. მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოში სომხეთის საელჩო, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრი და სომხური ეპარქია.

ფესტივალი-დღესასწაული „ვარდატონი“ (სომხურიდან ითარგმნება როგორც ვარდების დღესასწაული) 1914 წლის 15 მაისს, საიათნოვას ძეგლის გახსნის დღეს დაარსდა. იმავე წელს მოვლენის აღსანიშნავად შედგა მსვლელობა და მონუმენტის გახსნის საზეიმო ცერემონია. საზოგადოების წარმომადგენლები ქუჩებში წითელი ვარდებით გამოვიდნენ - „პოეტისადმი სიყვარულის ნიშნად“.

140
თემები:
საქართველო და კულტურა (823)
გიორგი გიგაშვილი

ცნობილი ქართველი პიანისტი ონლაინ–კონცერტს გამართავს

7
(განახლებულია 10:33 27.05.2020)
სოლო ონლაინ–კონცერტზე, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება, გიორგი გიგაშვილი შუმანისა და შოპენის ნაწარმოებებს შეასრულებს

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ერთ–ერთი უნიჭიერესი ქართველი ახალგაზრდა პიანისტი გიორგი გიგაშვილი ოთხშაბათს, 27 მაისს ონლაინ–კონცერტს გამართავს.

კონცერტი ხმის ჩამწერი სტუდიის Leno Sessions პროექტის ფარგლებში გაიმართება, სადაც ქართული სცენის ვარსკვლავები მსმენელებისთვის ონლაინ–კონცერტებს მართავენ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში და ასე ამხნევებენ მათ.

„ქვეყანაში არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ნორმისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით, დისტანციურად, ონლაინ სტრიმის რეჟიმში შევეცდებით თქვენს გამხნევებას“,– აღნიშნულია ორგანიზატორების მიმართვაში.

კონცერტზე, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება, გიორგი გიგაშვილი შუმანისა და შოპენის ნაწარმოებებს შეასრულებს.

ერთ-ერთი გამოჩენილი ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი „ნიჭიერთა ათწლედის" კურსდამთავრებულია, გაიმარჯვა თბილისის პიანისტთა მეექვსე საერთაშორისო კონკურსში, არის ნიუ-იორკის გერშვინის სახელობის მეორე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის პრიზიორი. კონცერტებს მართავს საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში.

ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა იტალიელები მოხიბლა>>

2019 წლის ბოლოს გიგაშვილი წინანდლის პრესტიჟული პრემიის ლაურეატი „მუსიკალური ხელოვნების“ ნომინაციაში გახდა.

7
თემები:
საქართველო და კულტურა (823)
კომიქსი

საქართველოში სვანური ლეგენდების მოტივებზე კომიქსი შექმნეს

59
(განახლებულია 20:43 26.05.2020)
კომიქსი ქართულ და ინგლისურ ენებზე შეიქმნა და გავრცელდება როგორც სოციალურ ქსელებში, ისე ბეჭდური სახით

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ქართულმა სარეკლამო სააგენტომ ABK შექმნა კომიქსი ცნობილი სვანური ლეგენდის მიხედვით, რომელიც მოგვითხრობს ბეთქილზე - მამაც მონადირეზე, სვანური მითოლოგიის გმირზე და ნადირობის ქალღმერთ დალიზე.

კომიქსი, რომელიც საკომუნიკაციო კომპანია Georgia Guide Office-თვის შეიქმნა, ქართულ და ინგლისურ ენებზე შეიქმნა და გავრცელდება როგორც სოციალურ ქსელებში, ისე ბეჭდური სახით.

„ლამაზი ბუნებისა და პეიზაჟების გარდა, სვანეთში კიდევ ბევრი რამის აღმოჩენა შეიძლება. ადგილობრივებისთვის სვანური ლეგენდები ძალიან ბევრს ნიშნავს. უძველესი მითების მისტიკა დღემდე გადაჯაჭვულია სვანების ყოველდღიურ ცხოვრებასთან“, - ნათქვამია პროექტის ავტორების განცხადებაში.

ილუსტრაციებზე იმუშავა მხატვარმა დავით თომაშვილმა, ირაკლი დოლიძემ შექმნა და დაბეჭდა კომიქსები, ხოლო კოპირაიტერმა მიშკა სეხნიაშვილმა ტექსტზე იზრუნა. ბეთქილისა და დალის ისტორიის გარდა, სააგენტო კომიქსების გამოშვებას სხვა ლეგენდების მიხედვითაც გეგმავს.

59
თემები:
საქართველო და კულტურა (823)
Вооруженное нападение

ეტლში მჯდომმა მუნჯმა ახალგაზრდამ საიუველირო მაღაზიის გაძარცვა სცადა - ვრცელდება ვიდეო

0
(განახლებულია 10:33 27.05.2020)
19 წლის ახალგაზრდა მაღაზიაში სავარძლით შევიდა, გამყიდველს წერილი გადასცა მოთხოვნით, მიეცა მისთვის მთელი ფული და პისტოლეტი დაუმიზნა, რომელიც ტერფებით ეჭირა

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ცერებრალური დამბლით დაავადებულმა, მუნჯმა ახალგაზრდამ სათამაშო პისტოლეტით სცადა საიუველირო მაღაზიის გაძარცვა, იუწყება გამოცემა JornalNH–ი.

შემთხვევა ბრაზილიაში, კანელას მუნიციპალიტეტში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ახალგაზრდა მაღაზიაში სავარძლით შევიდა. მძარცველმა გამყიდველს წერილი გადასცა მოთხოვნით, მიეცა მისთვის მთელი ფული და სათამაშო პისტოლეტი დაუმიზნა, რომელიც ტერფებით ეჭირა.

ინციდენტი შემთხვევითმა გამვლელმა შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა მძრცველი დააკავეს, დაკითხეს და მშობლებს გადასცეს.

მოუწევს თუ არა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდას კანონის წინაშე პასუხისგება საკუთარ საქციელზე, ჯერჯერობით უცნობია.  

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს