9 მაისის კონცერტი

ბარდების ფესტივალი ქართული აქცენტით - ოკუჯავას სიმღერები თბილისში აჟღერდა

84
(განახლებულია 20:30 10.05.2019)
ფესტივალის მონაწილეები დარწმუნებული არიან, რომ საავტორო სიმღერის ჟანრი ცოცხალია და ვითარდება

თბილისი, 10 მაისი - Sputnik. ქართული ღვინის გემო, თბილი აუდიტორია, ხალხთა მეგობრობა რეგიონის კულტურულ ცენტრში - თბილისში - და უსაზღვრო მადლიერება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მგოსნის, ბულატ ოკუჯავას მიმართ - ასე შეაფასეს საავტორო მუსიკის თბილისის საერთაშორისო ფესტივალის შედეგები მონაწილეებმა, რომლებიც 10 მაისს Sputnik-ის მულტიმედიურ პრესცენტრში შეიკრიბნენ.

ფესტივალი გამოჩენილი პოეტის, ბარდისა და კომპოზიტორის - ბულატ ოკუჯავას 95 წლისთავს მიეძღვნა. მუსიკალური ღონისძიების სლოგანი იყო - „ვუმღერი მეგობრებს“, ფესტივალის მთავარი საინფორმაციო პარტნიორი - საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-საქართველო.

წელს მუსიკალურმა ფესტივალმა თავი მოუყარა შემსრულებელ ავტორებს ცხრა ქვეყნიდან: აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და საქართველოდან.

მონაწილეებმა თბილისის ფესტივალი შეაფასეს, როგორც ძალიან გულთბილი და კეთილი. მეტიც - ფესტივალმა დაამტკიცა, რომ საავტორო სიმღერის ჟანრი ცოცხალია და ვითარდება.

Пресс-конференция участников Пятого международного фестиваля авторской песни
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
საავტორო მუსიკის თბილისის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეების პრესკონფერენცია

მაგალითად, უკრაინელმა მონაწილემ, მგოსანმა ვლადიმერ ვასილიევმა საავტორო სიმღერის ჟანრს მოსახლეობის განათლებული ნაწილის ფოლკლორი უწოდა.

„ზუსტად არ მახსოვს, ვინ თქვა: ადრე ადამიანებს ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებდნენ, ახლა - გარკვეულ კულტურულ დონეზე. საავტორო სიმღერა, თავისი საუკეთესო ნიმუშებით, არის ის, რაც ტელევიზიის მიერ თავსმოხვეულ ამ გარკვეულ კულტურულ დონეზე მაღლა დგას. მაინც მგონია, რომ ადამიანმა უნდა იფიქროს. საავტორო სიმღერა გულისხმობს, რომ ჩვენი მსმენელი მეტ-ნაკლებად კარგად ერკვევა პოეზიაში, მუსიკასა თუ ფოლკლორში. ამ ფესტივალის თავისებურება სწორედ აუდიტორიის რეაქციაა, ის კი ძალიან თბილია. მსმენელი ადეკვატურად და ძალიან თბილად რეაგირებს ყველაფერზე. ეს, რა თქმა უნდა, შესანიშნავია, რადგან არსებობს კონტაქტი, საუბარი. ადამიანები ისმენენ სულგანაბულნი, მაგრამ როდესაც ჩუმად არიან, მაინც მესაუბრებიან. ეს არის დიალოგი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ესაა გულითადი სითბო, რომელსაც აუდიტორიისგან ვგრძნობთ და ჩვენც გავცემთ. ჩემთვის, რასაკვირველია, ყველაზე დიდი საჩუქარი ქალაქ თბილისის ნახვა იყო“, - აღნიშნა ვასილიევმა.

მისი უკრაინელი კოლეგა, ავტორ-შემსრულებელი ვლადიმერ კადენკო ფიქრობს, რომ საავტორო სიმღერა ყოველთვის იყო პროტესტის სიმღერა.

Владимир Каденко участник пятого международного фестиваля авторской песни
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
ვლადიმირ კადენკო. საავტორო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეების პრესკონფერენცია

„პროტესტისა არა იმედან პოლიტიკურ ჭრილში, როგორც ესთეტიკურში. რადგან ის არ ჰგავდა არაფერს, რასაც თავს გვახვევდნენ, მაგალითად, პროპაგანდა ან პოლიტიკა ან კიდევ ჩვენი პარტიული ბოსები. მნიშვნელობა არა აქვს. საავტორო სიმღერა ყოველთვის იყო ამგვარი მიდგომის ოპოზიციაში. ჩემი აზრით, ბულატ ოკუჯავა ჩვენ შორის პირველი იყო. რასაკვირველია, სასიამოვნოა თბილისში ყოფნა, სადაც ოკუჯავა დაიბადა“, - აღნიშნა კადენკომ.

შემსრულებელი სომხეთიდან კარენ მამიკონიანი ბევრს ხუმრობდა პრესკონფერენციაზე და ძალიან გულახდილი იყო.

Карен Мамиконян участник пятого международного фестиваля авторской песни
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
კარენ მამიკონიანი. საავტორო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეების პრესკონფერენცია

„მე, როგორც ჭეშმარიტმა სომეხმა, მინდა მივუთითო ნაკლოვანებებზე. მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ვერ აღმოვაჩინე. არაჩვეულებრივი ფესტივალი იყო. აქ ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე. შევხვდი ძალიან საინტერესო ადამიანებს. ასე რომ, სომხეთში მხოლოდ შესანიშნავ მოგონებებს წავიღებ. რაც შეეხება ბულატ ოკუჯავას, ის სანახევროდ სომეხია, სანახევროდ ქართველი. ვის სისხლშიც ერთი წვეთი სომხური სისხლი მაინც მიედინება, ის უკვე თითქმის ნიჭიერია“, - აღნიშნა მამიკონიანმა.

Михаил Лященко участник пятого международного фестиваля авторской песни
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
მიხეილ ლიაშჩენკო. საავტორო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეების პრესკონფერენცია

ჟანრის „სიცოცხლისუნარიანობაზე“ თბილისელმა მიხეილ ლიაშჩენკომაც ისაუბრა. ლიაშჩენკო არის ავტორი კრებულისა „კავკასიური სერპანტინი“, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის ავტორებს აერთიანებს. გამოცემა „რუსული კლუბის“ მხარდაჭერით გამოვიდა და მკითხველს შესაძლებლობა მისცა, გაეცნოთ მწერლებისა და პოეტების შემოქმედება (რუსული თარგმანები) ადიღედან, ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.

„საავტორო სიმღერის ჟანრი როგორც არსებობდა, ისევ ისე არსებობს დღესაც. მას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს. შეიძლება იგი ყველასთვის არ არის, როგორც პოპ-მუსიკა. და ეს ძალიან კარგია. ფესტივალები კი ჩვენთვის, თბილისელებისთვის, ამტკიცებს, რომ ჟანრი არსებობს, ცოცხალია. თანაც ის ვითარდება, აფართოებს თავის სტილისტურ ჩარჩოებს, რაც ასევე მისასალმებელია. ბულატ ოკუჯავამ დაგვარწმუნა, რომ სწორედ ეს არის პოეზია, ის არსებობს. მეტიც - შეიძლება ისწავლო გიტარით აკომპანირება, ლექსების წერა და მათი დეკლამაცია გიტარის ფონზე. პირადად მე მადლობელი ვარ ოკუჯავასი იმისთვის, რომ იგი არსებობდა და მოვიდა ჩვენთან 1963 წელს“, - განაცხადა ლიაშჩენკომ.

Пресс-конференция участников Пятого международного фестиваля авторской песни
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
საავტორო მუსიკის თბილისის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეების პრესკონფერენცია

საავტორო სიმღერის თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ფონდ „რუსული სამყაროს“ ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირმა „რუსულმა კლუბმა“ დააარსა. პირველად ის 2014 წელს ჩატარდა და მიეძღვნა ბულატ ოკუჯავას, ისევე როგორც წლევანდელი ფესტივალი.

84
თემები:
საქართველო და კულტურა (309)