„სამეფო კარის თამაშების“ სტილში: ნემსაძემ „ევროვიზიაზე“ პირველი რეპეტიცია გაიარა

© photo: courtesy of Eurovisionოთო ნემსაძის რეპეტიცია
ოთო ნემსაძის რეპეტიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი არტისტის გამოსვლამ სოციალურ ქსელებში უამრავი აღფრთოვანებული კომენტარი დაიმსახურა

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. მომღერალმა ოთო ნემსაძემ, რომელიც სიმღერის საერთაშორისო კონკურს „ევროვიზია 2019"-ზე საქართველოს წარადგენს, პირველი რეპეტიცია გაიარა - მაყურებელი აღფრთოვანდა ქართველის ძლიერი ხმით, შთამბეჭდავი შოუთი, ნომრის გრაფიკითა და ძლიერი სიმღერით.

ოთო ნემსაძე - Sputnik საქართველო
„თქვენი მხარდაჭერა მჭირდება" – ოთო ნემსაძე ემიგრანტებს მიმართავს

„ევროვიზია 2019" თელ-ავივში გაიმართება. კონკურსის პირველი და მეორე ნახევარფინალები და ფინალი, შესაბამისად, 14, 16 და 18 მაისს გაიმართება. ნემსაძე სიმღერით „სულ წინ იარე" 14 მაისს, პირველი ნახევარფინალური საღამოს მეორე ნაწილში მე-11 ნომრად წარდგება.

„კარგი ნამუშევარია, საქართველო“, „ნომერი ეპიკურია“, „ეს ნახევარფინალის ნამდვილი შავი ცხენია“, „ევროპა, მიეცი შანსი საქართველოს!“, „ოთოს ხმაზე დამბურძგლა. წარმატებები ფინალში“, „ნამდვილი ბომბია“, „მაგარია“, „ეს „სამეფო კარის თამაშებია?“, „მომწონს მისი სიმღერის ძალა“, „ეს შესანიშნავია! შოუზე დამბურძგლა“, - წერენ ხელმომწერები კომენტარებში რეპეტიციის ვიდეოზე.

კომენტატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ ნემსაძის შოუ ხაზს უსვამს მის საკონკურსო სიმღერას, თავად ოთოს უწოდეს ქარიზმატული, ხოლო მის ვოკალს - შესანიშნავი.

ცნობილია, რომ ოთო ნემსაძის ნომრის სცენიურ დადგმაზე იმუშავეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის რეჟისორმა ირაკლი გოკაძემ და გრაფიკოსმა ლევან ლორთქიფანიძემ.

მზადება ევროვიზიის კონკურსისთვის - Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა „ევროვიზია-2019“-ზე საქართველოს ოფიციალური ჟიურის ვინაობა

რეპეტიციის შემდეგ ოთო ნემსაძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, შემდეგ კი გამართა ფანებთან შეხვედრა, რომელიც ტელ-ავივში ისრაელში საქართველოს საელჩოს, თელ-ავივის მერიის და ოთოს ფან-კლუბის მიერ იყო ორგანიზებული.

„ევროვიზიას" ქართველი მაყურებელი, ტრადიციულად, პირველი არხის პირდაპირ ეთერში 23:00 საათიდან ნახავს.

ოთარ ნემსაძე წარმოშობით გორიდანაა. დაიბადა 1989 წლის 18 ივნისს. მუსიკით ბავშვობიდან იყო გატაცებული. ნემსაძის მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო, როდესაც მან ვოკალურ სატელევიზიო შოუ „ჯეოსტარში" გაიმარჯვა. ოთო კარიერის დასაწყისშივე გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, საკუთარ თავზე მუშაობის უნარითა და მარცხთან შეურიგებლობით. მალევე გაიბრწყინა ქართულ-უკრაინულ შოუში „10+10", 2013 წელს კი სახელი გაითქვა უკრაინაში, როდესაც უკრაინული „ხმის" (Голос) ფინალში მოხვდა.

2015 წელს მეორე ადგილი დაიკავა უკრაინულის ანალოგიურ ქართულ შოუში – „ერთი ერთში". 2013 წელს ოთო ნემსაძემ ჩაწერა სადებიუტო ალბომი „ფიქრების ზღვა".

ყველა ახალი ამბავი
0