თბილისში საავტორო სიმღერების საერთაშორისო ფესტივალი იწყება

© Sputnik / Levan Avlabreliბარდების სიმღერის კონცერტი
ბარდების სიმღერის კონცერტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის კონცერტები გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საავტორო სიმღერების თბილისის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც წელს ცნობილი პოეტის, ბარდისა და კომპოზიტორის ბულატ ოკუჯავას 95 წლისთავს ეძღვნება, საქართველოს დედაქალაქში ორშაბათს, 6 მაისს გაიხსნება.

რიგით მეხუთე ფესტივალი 11 მაისამდე გასტანს. კონცერტებზე გაჟღერდება მრავალი ორიგინალური სიმღერა სხვადასხვა ქვეყნების ბარდების შესრულებით.

წლევანდელი ფესტივალის სლოგანია „ვუმღერი მეგობრებს". საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო" ფესტივალის მთავარი საინფორმაციო პარტნიორია.

ფესტივალის ოფიციალური გახსნა გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მცირე დარბაზში 19:00 საათზე გაიმართება.

კონცერტზე ბულატ ოკუჯავას კომპოზიციებითა და საკუთარი სიმღერებით მსმენელის წინაშე წარდგებიან ვახტანგ აროშიძე, ანა გრიგი, ოლეგ მჭედლიშვილი, გოგა ჭყონია, ალექსეი ზახარენკოვი (რუსეთი) და აზებაიჯანელი ჯავიდ იმამვერდიევი. 

შემდგომ დღეებში ფესტივალის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსიები თბილისსა და მცხეთაში, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალის გვირგვინით შემკობა, ასევე მასტერ-კლასები საქართველოს საავტორო სიმღერების შემსრულებლებისა და ახალგაზრდა პოეტებისთვის.

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისში სხვადასხვა ქვეყნებიდან ბარდები შეიკრიბებიან
თბილისში საავტორო სიმღერების საერთაშორისო ფესტივალი იწყება - Sputnik საქართველო
თბილისში სხვადასხვა ქვეყნებიდან ბარდები შეიკრიბებიან

ბულატ ოკუჯავას დაბადების დღეს, 9 მაისს გრიბოედოვის თეატრის დიდი დარბაზის სცენაზე გაიმართება გალა-კონცერტი სახელწოდებით „ომის სიმღერები", რომელიც გამარჯვების დღეს მიეძღვნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის სტუმრები და ქართული ესტრადის ვარსკვლავები.

2019 წლის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ 9 ქვეყნის წარმომადგენლები: ჯავიდ იმამვერდიევი (აზერბაიჯანი), კარენ მამიკონიანი (სომხეთი), ოლგა ზალესკაია (ბელარუსი), ლეონიდ ვაკსმანი (ისრაელი), მიხაილ განტმანი და ოლგა ვასილევა (გერმანია), იაცეკ ბესჩინსკი (პოლონეთი), ვლადიმირ ვასილევი და ვლადიმირ კადენკო (უკრაინა).

ფესტივალზე რუსეთს წარმოადგენენ ავტორ-შემსრულებლები ჩინგიზ ბახადოვი, ელენა გურფინკელი, ალექსეი ზახარენკოვი, დმიტრი კურილოვი, ვალენტინ და მიხეილ ტროშენკოვები.

ქართული მხრიდან მონაწილეობენ ბარდები რობ ავადიაევი, ვახტანგ აროშიძე, ანა გრიგი, ზურაბ ზაქარიაძე, ოლეგ მჭედლიშვილი, ირინა პაროშინა და გოგა ჭყონია.

თბილისის საავტორო სიმღერების საერთაშორისო ფესტივალი საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირმა Русский клуб-მა ფონდ Русский мир-ის ფინანსური მხარდაჭერით დააფუძნა. პირველად იგი 2014 წელს გაიმართა და, როგორც წელს, მაშინაც ბულატ ოკუჯავას ეძღვნებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0