Eurovision 2019: ესპანელები ოთო ნემსაძეს გაიცნობენ

© photo: courtesy of Oto Nemsadzeოთო ნემსაძე
ოთო ნემსაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მომღერალი ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში მეთერთმეტე ნომრად გამოვა.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიაზე ოთო ნემსაძე გამოვა საღამო-კონცერტზე Eurovision Spain Pre-Party 2019, რომელიც ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 20 აპრილს გაიმართება, იუწყება პირველი არხი.

„ევროვიზია 2019" თელ-ავივში გაიმართება. კონკურსის პირველი და მეორე ნახევარფინალები და ფინალი, შესაბამისად, 14, 16 და 18 მაისს გაიმართება. ნემსაძე სიმღერით „სულ წინ იარე" 14 მაისს, პირველი ნახევარფინალური საღამოს მეორე ნაწილში მე-11 ნომრად წარდგება.

თბილისში ოთო ნემსაძის კლიპის პრეზენტაცია გაიმართა>>

„ოთო ნემსაძე, 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, ყოველწლიური პრომო-ტურის ფარგლებში გასამართი ესპანეთის პრეფართისთვის ემზადება, რომელსაც ტრადიციულად მადრიდი მასპინძლობს. ღონისძიებაში კონკურსანტებთან ერთად მონაწილეობას ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სხვადასხვა წლის მონაწილეებიც მიიღებენ (ირა ლოსკო, იმრი, ალფრედ გარსია და სხვები)", – აღნიშნულია პირველი არხის სიუჟეტში.

ევროვიზიის პირველი პრეფართი მადრიდში 2017 წელს გაიმართა. მსგავსი საღამოები 2019 წლის აპრილში უკვე გაიმართა ამსტერდამში, რიგასა და ლონდონში. წინაა ასევე პრეფართი მოსკოვში 24 აპრილს.

Eurovision Spain Pre-Party 2019-ის პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა შესაძლებელია ღონისძიების ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

ოთო ნემსაძე - Sputnik საქართველო
საქართველო „ევროვიზია 2019"-ზე: ვინ არის ოთო ნემსაძე

თელ-ავივში ევროვიზია 2019-ზე ქართული დელეგაცია 4 მაისს გაემგზავრება. ოთო ნემსაძე თავის პირველ რეპეტიციას 5 მაისს გაივლის.

„ევროვიზიას" ქართველი მაყურებელი, ტრადიციულად, პირველი არხის პირდაპირ ეთერში 23:00 საათიდან ნახავს.

ოთარ ნემსაძე წარმოშობით გორიდანაა. დაიბადა 1989 წლის 18 ივნისს. მუსიკით ბავშვობიდან იყო გატაცებული. ნემსაძის მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო, როდესაც მან ვოკალურ სატელევიზიო შოუ „ჯეოსტარში" გაიმარჯვა. ოთო კარიერის დასაწყისშივე გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, საკუთარ თავზე მუშაობის უნარითა და მარცხთან შეურიგებლობით. მალევე გაიბრწყინა ქართულ-უკრაინულ შოუში „10+10", 2013 წელს კი სახელი გაითქვა უკრაინაში, როდესაც უკრაინული „ხმის" (Голос) ფინალში მოხვდა. 2015 წელს მეორე ადგილი დაიკავა უკრაინულის ანალოგიურ ქართულ შოუში – „ერთი ერთში". 2013 წელს ოთო ნემსაძემ სადებიუტო ალბომი „ფიქრების ზღვა" გამოუშვა.

ყველა ახალი ამბავი
0