ქართული ენის სახელმძღვანელო დედა ენა

სოფელ რუხის საჯარო სკოლაში დედაენის მონუმენტი გაიხსნა

78
(განახლებულია 14:53 14.04.2019)
ქართული ენის დღეს თბილისშიც აღნიშნავენ გამოფენებით, კონცერტებით და სხვა გასართობი ღონისძიებებით.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სამეგრელოს სოფელ რუხის საჯარო სკოლაში დედაენის მონუმენტი და ზუგდიდის ბულვარის ტერიტორიაზე სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქართული ენის დღეს თბილისშიც აღნიშნავენ გამოფენებით, კონცერტებით და სხვა გასართობი ღონისძიებებით.

ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 40 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები შედგა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფოს სტატუსი შეინარჩუნა.

78
თემები:
საქართველო და კულტურა (44)