ჯენიფერ ლოპესი

ჯენიფერ ლოპესი კლიპში ქართველი დიზაინერის სექსუალური კაბით გადაიღეს

132
პოპ-დივამ საკუთარი არჩევანი ქართველი დიზაინერის სამოსზე უკვე მერამდენედ შეაჩერა

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი თავის ახალ კლიპში Medicine წარმატებული ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას სამოსით გამოჩნდა.

ქართველი დიზაინერები ტოკიოში გამოფენაზე ბრწყინავენ >>

შემსრულებელმა თავისი მსმენელი გაახარა ახალი დუეტით - მან სიმღერა ამერიკელ რეპერთან, ფრენჩ მონტანასთან ერთად იმღერა. მომღერალს კლიპში, რომელსაც უკვე შვიდ მილიონზე  მეტი ნახვა აქვს, დევიდ კომას გამომწვევი კაბა აცვია.

View this post on Instagram

@jlo 🖤in David Koma resort19 @robzangardi @marielhaenn 🖤#medicine #jlo #jeniferlopez #komagirl #Queen #davidkoma

A post shared by David Koma (@davidkomalondon) on

ლოპესმა საკუთარი არჩევანი ქართველი დიზაინერის სამოსზე უკვე მერამდენედ შეაჩერა. ადრე ის თეთრი მინი-კაბით გამოჩნდა, რომელიც მის ფორმებს ხაზს უსვამდა.

დევიდ კომა

ახალგაზრდა ქართველმა დიზაინერმა დევიდ კომახიძემ 2009 წელს საკუთარი მარკა შექმნა — David Koma. დღეს დიზაინერი მსოფლიოში ცნობილ მარკეტ–გიგანტთან თანამშრომლობს David Koma for Top shop, 2014 წლიდან კი Thierry Mugler–ის კრეატიული დირექტორია.

დევიდ კომა დაიბადა თბილისში 1981 წელს, ბავშვობიან მოდის ინდუსტრიაში მუშაობაზე ოცნებობდა. ის ქალის სილუეტებს ხატავდა და ლონდონში წასვლაზე ოცნებობდა, სადაც დიზაინერობის სწავლა უნდოდა. მაგრამ თავიდან კომა შტიგლიცის სახელობის სანქტ–პეტერბურგის სამხატვრო–სამრეწველო აკადემიაში ჩააბარა.

სადებიუტო კოლექცია კომამ 15 წლის ასაკში შექმნა. მისი ბავშვობის ოცნება ახდა - ის ლონდონში გაემგზავრდა, სადაც წმინდა მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის ცენტრალური კოლეჯი დაამთავრა.

დევიდ კომამ მოდელებს ლონდონში ქართული ჩოხები ჩააცვა >>

ჯენიფერ ლოპესი, გვინეთ პელტროუ, მეგან ფოქსი, ევა ლონგორია, ადრიანა ლიმა, სელენა გომეზი, სინდი კროუფორფი, ჯენიფერ ლოურენსი, ბეიონსე — აი სელებრითების არასრული სია, რომლებიც ქართული წარმოშობის დიზაინერის შემოქმედების თაყვანისმცემლები გახდნენ.

132
თემები:
ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე (25)