ფრთხილად სურვილებთან: გამოვიდა ახალი ქართული ფილმი „იზი და ჯადოქარი"

© photo: Sputnik / Stringerკინოთეატრის აფიშა
კინოთეატრის აფიშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის კინოთეატრებში ახალი ქართული საბავშვო ფილმი გამოვიდა.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ქართულ ეკრანებზე გამოვიდა ახალი ფენტეზი-სათავგადასავლო საბავშვო ფილმი „იზი და ჯადოქარი". ფილმში ქართული სამსახიობო სკოლის უფროსი და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

რეჟისორმა ხათუნა გიორგობიანმა ფილმში მიიწვია ზურაბ ყიფშიძე, დარეჯან ხარშილაძე, რუსკა ქარქაშაძე, სოსო ხვედელიძე, აპოლონ კუბლაშვილი, ანი ბებია, ბახვა ბრეგვაძე და სხვ.

მშვიდობის ხიდი - Sputnik საქართველო
ბავშვის თვალით დანახული: საქართველოში თბილისისა და პეტერბურგის შესახებ ფილმი გადაიღეს

სურათის სიუჟეტით, როდესაც ბავშვებისა და უფროსების შეხედულებები არ ემთხვევა, ბავშვებს უცნაური სურვილები უჩნდებათ. სწორედ ამ დროს ოცნებების ასრულების ვარსკვლავი ეშვება დედამიწაზე. აუხსნელი ჯადოსნური მოვლენის შემდეგ დილით ქალაქის ყველა უფროსი მცხოვრები ზომით პატარავდება. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციის შველა მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ. პატარები იწყებენ გამოძიებას, რომელსაც ისინი ჯადოსნურ ღამეში დამნაშავესთან – ბოროტ ჯადოქართან მიჰყავს.

ფილმი 2018 წელს კინოსტუდია Gigaproduction-მა გადაიღო. ფილმში გიგა კუხიანიძის მუსიკა ჟღერს.

ყველა ახალი ამბავი
0