თბილისში საგუნდო მუსიკის ფესტივალზე ევროპელი და ამერიკელი მუსიკოსები შეიკრიბებიან

© courtesy of Tbilisi Women's Choirთბილისის ქალთა გუნდი
თბილისის ქალთა გუნდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთი ქვეყნის მუსიკოსები საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. თბილისი საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს – 4 აპრილიდან 14 მაისამდე მუსიკოსები საქართველოდან, გერმანიიდან, ლიეტუვიდან, აშშ-დან და აზერბაიჯანიდან დედაქალაქში 11 კონცერტს გამართავენ, იუწყებიან ორგანიზატორები.

კანადის ფესტივალზე ქართველი მსახიობები საუკეთესოთა შორის დაასახელეს >>

ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე კონცერტები ტრადიციულად სხვადასხვა სივრცეში გაიმართება. წელს საფესტივალო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები გაიმართება სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, იაკობ გოგებაშვილის სასწავლებელში, მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ საკათედრო ტაძარში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სცენაზე და სხვ.

ქართული ღვინო Salon Bacchus-ზე - Sputnik საქართველო
ქართული ღვინით საფრანგეთში გასტრონომიულ ფესტივალზე დაინტერესდნენ

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი კონცერტი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება.

„აღსანიშნავია, რომ ფესტივალი რეგიონში ერთადერთია, რომელიც ხელს უწყობს საგუნდო მუსიკის განვითარებას. წელს მრავალფეროვანი პროგრამაა, ადგილობრივ მონაწილეებთან ერთად ათობით უცხოელი მონაწილეც ესტუმრება თბილისს. მინდა გამოვყო 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი კონცერტი, რომელშიც მონაწილე ქართული და ლიტვური გუნდები თავიანთი შემოქმედებით პატივს მიაგებენ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ.

ფესტივალის ისტორია

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს თბილისის მერიისა და ხელოვნებათმცოდნე მაია ჩაჩავას ინიციატივით დაფუძნდა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ქორმაისტერი არჩილ უშვერიძეა.

არქეოლოგიური გათხრები - Sputnik საქართველო
ეგვიპტეში იდუმალებით მოცული ამეთვისტოს მაღაროს კვლევა დაიწყო

ფესტივალი ყოველ გაზაფხულზე კულტურის სამინისტროს დაფინანსებით და ნიკოლოზ რაჭველის ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდაჭერით იმართება.

ფესტივალის მიზანი დღემდე უცვლელია და ემსახურება ქართული საგუნდო მუსიკის პოპულარიცაზიას და განვითარებას, საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას. ფესტივალის ცხრაწლიანი ისტორიის განმავლობაში მსმენელს მიეცა შესაძლებლობა მოესმინა 50-მდე, მათ შორის, 15 უცხოური გუნდისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0