თბილისში მხატვარ მერაბ აბრამიშვილის გამოფენა გაიმართება

© photo: National Archives of Georgia / FBსაქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცე
საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მხატვრის ნახატებს დიდი წარმატება აქვს აუქციონებზე Sotheby's და Christie's

თბილისი, 21 მარტი – Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვრის მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების გამოფენა საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 25 მარტს გაიხსნება.

ოსტატის, რომლის ნახატებსაც მაღალ შეფასებას აძლევენ მსოფლიო სააუქციონო სახლებში, ექსპოზიციაზე გამოიფინება 50 ტილო – ფერწერისა და გრაფიკის ნიმუშები. ფართო საზოგადოების წინაშე პირველად იქნება წარმოდგენილი აბრამიშვილის ტილო „პარიზი“.

გამოფენა 16:00 საათზე გაიხსნება. მისი დათვალიერება თავისუფალია. არქივის მისამართია ვაჟა–ფშაველას №1. გამოფენა 1 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

„მერაბ აბრამიშვილი თანამედროვე ქართული ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელია. მხატვრის შემუშავებულმა ტექნიკამ და გამოყენებულმა ფაქტურამ მის ნამუშევრებს განსაკუთრებული გამომსახველობა შესძინა. მის შემოქმედებას საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული“, – ნათქვამია არქივის განცხადებაში.

მერაბ აბრამიშვილის ნახატების კატალოგი - Sputnik საქართველო
ქართველი მხატვრის სურათები Chrictie's აუქციონზე გაიყიდა

მერაბ აბრამიშვილი 1957 წელს საქართველოში დაიბადა. 1981 წელს დაამთავრა თბილისის ხელოვნების სახელმწიფო აკადემია.

მხატვარი არასდროს აწერდა ნამუშევარს საკუთარ სახელს და არ ეძებდა მსოფლიო აღიარებას. და მაინც, ჰქონდა არაერთი გამოფენა საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიასა და პოლონეთში.

მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, გერმანიაში, ფინეთში, აშშ–ში, კერძო კოლექციებში.

მხატვარი 2006 წელს საქართველოში გარდაიცვალა.

ქართველი მხატვრის ტილო „სოთბისის“ აუქციონზე გაიყიდება>>

მხატვრის ნახატებს დიდი წარმატება აქვს აუქციონებზე Sotheby's და Christie's.

ყველა ახალი ამბავი
0