ქართული მულტფილმების „რე-ანიმაცია": იწყება აღდგენილი ფილმების სეანსების კვირეული

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიძველი კინოფირი
ძველი კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვები და მოზარდები ნახავენ აღდგენილ და გაციფრებულ მულტფილმებს „წუნა და წრუწუნა", „საზამთრო", „მძლეთამძლე" და სხვ.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. პროექტ „რე-ანიმაციის" ფარგლებში აღდგენილი ცნობილი ქართული მულტფილმების უფასო სეანსების კვირეული საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში 22-28 მარტს ჩატარდება.

„რე-ანიმაცია" – კინოსტუდია „ქართული ფილმისა" და იუსტიციის სამინისტროსთან არსებული ეროვნული არქივის ერთობლივი პროექტია, რომელიც 2018 წელს დაიწყო. ის გულისხმობს ძველი ქართული მულტიპლიკაციური ფილმების გაციფრულებას, რესტავრაციას და დიდ ეკრანებზე დაბრუნებას.

რომელ ფილმებს დააფინანსებს ქართული კინოცენტრი 2019-2020 წლებში>>

კინოსტუდია „ქართულ ფილმში" 300-ზე მეტი მულტფილმი ინახება. პირველ ეტაპზე დაგეგმილი იყო დაახლოებით 20 სურათის დიგიტალიზაცია და რესტავრაცია. ინიციატივის მიზანია ქართული ანიმაციის შენარჩუნება და პოპულარიზება, ასევე მისი მაღალი ხარისხის ასლების შექმნა.

„გაწითლებული და გავარდისფრებული გამოსახულება, ნაკაწრები, ჩაბნელებული და გადანათებული ეპიზოდები, უხარისხო ხმა – გასულ საუკუნეში გადაღებული ქართული ანიმაციური ფილმები, რომლებსაც ტელევიზიით აჩვენებენ ან ინტერნეტ-სივრცეშია განთავსებული, სწორედ ამ ფორმით დამკვიდრდა მაყურებლის მეხსიერებაში", – ნათქვამია ეროვნული არქივის განცხადებაში.

ჯინო - Sputnik საქართველო
ქართულმა 3D ფილმმა კიდევ ორი საერთაშორისო პრიზი მოიპოვა

ეს ყველაფერი სპეციალისტებმა გამოასწორეს: ანიმაციური ფილმები მაღალი გარჩევადობის კინოსკანერზე ციფრულ ფორმატში გადაიყვანეს და ციფრული რესტავრაცია ჩაუტარეს. პირვანდელი სახით აღდგენის მიზნით მულტიპლიკაციურ ფილმებს ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია გაუკეთდა.

კვირეულის ფარგლებში რვა სეანსია დაგეგმილი. თითოეული 1 საათსა და 35 წუთს გაგრძელდება. ნაჩვენები იქნება: „წუნა და წრუწუნა" (1962 წელი), „ბომბორა სწავლას იწყებს" (1973 წელი), „სახლობანა" (1973 წელი), „საზამთრო" (1974 წელი), „თერძი ბესო" (1977 წელი), „ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი" (1983 წელი), „ყარყატის შვილობილი" (1985 წელი), „მძლეთამძლე" (1991 წელი), „სანუკვარი ოცნება" (1989 წელი).

ჩვენებების დეტალური პროგრამა იხილეთ არქივის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0