შოთა რუსთაველის თბილისის დრამატული თეატრის მაყურებელტა დარბაზი

როგორ სახლდებიან არსებები დედამიწაზე? თბილისელებს ახალ ფსიქოლოგიურ სპექტაკლს წარუდგენენ

144
(განახლებულია 20:48 18.03.2019)
დასის მიზანს თანამედროვე ხელოვნების შექმნა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალიზაცია და კულტურის სფეროში ინტეგრაცია წარმოადგენს.

თბილისი, 18 მარტი - Sputnik. ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური სპექტაკლ „კონტაქტის“ პრემიერა „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის“ დასის შესრულებით 8 და 9 აპრილს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება.

ოფისის თანამშრომლების „უხერხემლობას" თბილისში სპექტაკლი მიუძღვნეს >>

იდეის ავტორი და რეჟისორი ირა კოხრეიძეა, პიესის ავტორები - ირა კოხრეიძე და გიორგი მიქაბერიძე, რომელიც დადგმის სცენოგრაფიცაა.

სპექტაკლის მთავარი გმირების სახით გვევლინებიან არსებები, რომლებიც ოცნებობენ, დასახლდნენ პლანეტა დედამიწაზე. დაბადებამდე ისინი გადიან გრძელ გზას ერთგვარ აბსტრაქტულ სახლამდე, რომელიც შუალედურ განზომილებას წარმოადგენს. მის ოთახებში პერსონაჟები სხვადასხვა მდგომარეობას ირგებენ და განსხვავებულ გრძნობებს განიცდიან, გადიან გამოცდას და ხვდებიან სხვადასხვა არსებებს.

ამ „მოგზაურობის“ პროცესში გმირები ნაბიჯ-ნაბიჯ აცნობიერებენ თავიანთ დანიშნულებას და ფუნქციებს, იაზრებენ განვლილი გზის მნიშვნელობას. და როდესაც დედამიწასთან მიახლოების დრო დგება და მთავარი გმირები იბადებიან, ისინი სხეულებს ეძებენ. ასე სახლდებიან ისინი დედამიწაზე“, - უამბო საინფორმაციო სააგენტო Новости Грузия-ს რეჟისორმა ია კოხრეიძემ.

„ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი“ 2015 წელს ხელოვანებმა ირა კოხრეიძემ და გიორგი მიქაბერიძემ რუსთაველის თეატრისა და ფონდის „ნიკე - თანამედროვე ხელოვნების განვითარებისთვის“ მხარდაჭერით დააფუძნეს. დასში 25 მსახიობია, რომელთაგან 15 - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია (დაუნის სინდრომი, აუტისტური სპექტრი, უსინათლო და სხვ.). მსახიობების ასაკი 14-დან 30 წლამდეა.

რეპერტუარში უკვე სამი სპექტაკლი აქვთ: „მოგზაურობა“ (2016), „ლეგენდა მედეაზე“ (2017) და „სიზმარი ქვეცნობიერ სამყაროზე“ (2018).

144
თემები:
საქართველო და კულტურა–2018 (806)
ფორსაჟის გადაღება

„ფორსაჟი 9“–ის პრემიერის ახალი თარიღი დასახელდა

26
(განახლებულია 08:05 08.03.2021)
თავიდან ფილმი გაქირავებაში 2020 წლის მაისში უნდა ჩაშვებულიყო, მაგრამ ფილმის ავტორების გეგმები კორონავირუსის პირველი ტალღის გამო შეიცვალა – ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დიდი რაოდენობით კინოთეატრები დაიხურა.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ამერიკული სტუდია Universal Pictures–მა ფილმ „ფორსაჟი 9“-ის პრემიერა, რომლის ზოგიერთი ეპიზოდი საქართველოში გადაიღეს, მესამედ გადადო, წერს  გამოცემა Variety

მძაფრსიუჟეტიანი ფილმის პრემიერის თარიღად თავიდან 2021 წლის 2 აპრილი, შემდეგ 28 მაისი დასახელდა – პრემიერის ახალ თარიღად კი ამჯერად 25 ივნისი გამოცხადდა.

ფორსაჟი" (The Fast and the Furious) ამერიკული ფრენჩაიზია, რომელიც მოცემულ მომენტში რვა სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან შედგება. იგი სტუდია Universal-ის ყველაზე მომგებიანი ფრენჩაიზია – მისი საკასო შემოსავალი 5,1 მლრდ დოლარია.

ფილმის რეჟისორია ჯასტინ ლინი, მსახიობები: ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, ჯორდანა ბრიუსტერი, ლუკას ბლეკი, ტაირიზ გიბსონი, მიშელ როდრიგესი.

„ფორსაჟის“ პირველ შვიდ ფილმში ბრაიან ო'კონერის მთავარ როლს ასრულებდა ცნობილი ამერიკელი მსახიობი პოლ უოკერი, რომელიც 2013 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

საქართველოში „ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდების გადაღება 2019 წლის 19 აგვისტოდან დაიწყო და 22 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. კინომწარმოებელმა კომპანია Universal-მა ხუთწუთიანი ეპიზოდები ძველ თბილისში, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე რუსთავში გადაიღო. გადაღებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა. რაც შეეხება ბიუჯეტს, თბილისში გადაღებებზე 32 მლნ ლარი დაიხარჯა.


26
ბერლინი

ქართველი არტისტები გერმანიაში ფესტივალის პრიზიორები გახდნენ

32
ვირტუალურ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 20 ქვეყნის წარმომადგენლებმა - როგორც მოყვარულებმა, ისე პროფესიონალმა პოეტებმა, მწერლებმა, მთარგმნელებმა, მუსიკოსებმა, არტისტებმა, მხატვრებმა, მოქანდაკეებმა და ფოტოგრაფებმა.

თბილისი, 7 მარტი – Sputnik. პროექტმა „ქართლის დედა“, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა, ასევე ბერლინურმა მუსიკალურმა სალონმა „ლიტერა-დო“ (Литера-ДО) ჩაატარეს პანდემიის პერიოდში მეორე საერთაშორისო ონლაინ არტ-ფესტივალი „ზამთრის ზღაპარი“.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 20 ქვეყნის წარმომადგენელმა, როგორც უმცროსმა, ისე უფროსმა თაობამ, როგორც მოყვარულებმა, ისე პროფესიონალმა პოეტებმა, მწერლებმა, მთარგმნელებმა, მუსიკოსებმა, არტისტებმა, მხატვრებმა, მოქანდაკეებმა და ფოტოგრაფებმა.

„განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ თითქმის ყველა ნომინაცია ქართველებმა მოიგეს, - საუბრობს პროექტის ხელმძღვანელი თამარა ინაშვილი. - მათ თავისი ნიჭით ფესტივალი გაალამაზეს და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს“.

„ეს უკვე მეორე ფესტივალია ციკლიდან „წელიწადის ოთხი დრო“ ონლაინ-რეჟიმში. პირველი „შემოდგომის კალეიდოსკოპი“ გასულ წლის შემოდგომაზე გაიმართა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა აჩვენა იმ დროს, როდესაც კულტურულ ცენტრებში, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზებში „დაკეტილი კარების“ პერიოდია“, - გააგრძელა საუბარი ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა სანდრა ვერელმა.

„დუხობორების მიწა“: ქართველმა ფოტოგრაფმა აშშ-ის ფესტივალის გრანტი მიიღო >>

ვერელის თქმით, ფესტივალში მონაწილეობა დაახლოებით 350-მა ადამიანმა მიიღო საქართველოდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, კანადიდან, აშშ-დან, შვეიცარიიდან, იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, საბერძნეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, სინგაპურიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და სხვა ქვეყნებიდან.

„რა თქმა უნდა, ონლაინ-ფორმატმა მონაწილეთა რეკორდული რაოდენობის მიღების და მრავალფეროვანი საინტერესო პროგრამის შედგენის საშუალება მოგვცა. ფესტივალმა აჩვენა კულტურის სხვადასხვა მიმართულების კომბინაციის უპირატესობა, რაც „მეგობრობის ხიდების“ აგების გაგრძელების საშუალებას იძლევა“, - განაცხადა ვერელმა.

პრიზიორებს სხვადასხვა ნომინაციაში - ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება, მუსიკა, ცეკვა - დიპლომები გადაეცათ.

ფესტივალის გრან-პრი მოიპოვა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საბავშვო თეატრმა „ირიდა“, რომელმაც მუსიკალურ სკოლასთან და ნორჩ მევიოლინეთა ანსამბლთან „ბაღდათის ვარსკვლავები“ ერთად სპეციალურად ფესტივალისთვის ვაჟა აზარაშვილის მუსიკაზე პოეტურ-ქორეოგრაფიული ნომერი დადგა.

32
ლიზა ყენია

„დედას სიამაყე...“ - ლიზა ყენია უსაყვარლეს ფოტოს აქვეყნებს

0
(განახლებულია 11:59 08.03.2021)
ლიზა ყენია ბოლო დროს სოციალურ ქსელებში აღარ ჩანს. ნახეთ რითაა დაკავებული მომღერალი და რა ფოტოს აქვეყნებს

მას შემდეგ, რაც ლიზა ყენიამ საკუთარი ტანსაცმლის ხაზი შექმნა, სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურობს, როგორც ჩანს, მომღერალი ბიზნესითაა დაკავებული. ცოტა ხნის წინ ლიზამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა და კითხვაზე - უყვარს თუ არა მარტოობა, უპასუხა, რომ ადრე უყვარდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი პატარა ძაღლი მასთან ცხოვრობს, ეს ყველაფერი შეიცვალა.

ლიზა ხშირად აქვეყნებს ძაღლის ფოტოებს. „დედას სიამაყე“ - ასე დაასათაურა ერთ-ერთი უსაყვარლესი ფოტო ლიზამ. ლიზას შავი ფერის მალტეზე რამდენიმე თვეა გოგონასთან ერთად ცხოვრობს, ის თითქმის ყველგან თან ახლავს პატრონს და დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში.

ეპატაჟური და თანატოლებს შორის საკმაოდ პოპულარული გოგონა – ლიზა ყენია გარეგნობით, ხმის ტემბრით, მოქნილობით, პოზიტიური ხასიათითა და შესრულების განსაკუთრებული მანერით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ლიზა ცნობილი ანსამბლის „მზიურის“ ერთ-ერთი სოლისტის მაია ჯაბუას შვილია, მან თავის დამკვირდება შეძლო და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

ლიზა განსაკუთრებულ ყურადღებას არა მხოლოდ შესრულების მანერით, არამედ ეპატაჟურობითაც იქცევს. შემსრულებელმა უამრავი ადამიანის ყურადღება ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში მიიპყრო. ის სხვადასხვა მასშტაბურ შოუებსა და კონკურსებზე თავს პროფესიონალურად წარმოადგენდა და დიდ წარმატებას უმოკლეს დროში მიაღწია. მაია ჯაბუას შუათანა ქალიშვილმა სახელი მომღერალ დედაზე არანაკლებ სწრაფად გაითქვა.

0