უკრაინული ჯგუფი 5'Nizza თბილისში ლუდის ფესტივალზე გამოვა

© photo: Sputnik / Evgenia Novojenina / გადასვლა მედიაბანკშიჯგუფ 5'Nizza-ს სოლისტი სერგეი ბაბკინი
ჯგუფ 5'Nizza-ს სოლისტი სერგეი ბაბკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალზე მთელი დღის განმავლობაში სტუმრების წინაშე უცხოური და ქართული ჯგუფები გამოვლენ.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. პოპულარული უკრაინული ჯგუფი 5'Nizza გამოვა თბილისში ლუდის ფესტივალზე, რომელიც 2019 წლის 4 მაისს საკონცერტო დარბაზში Alibi Arena გაიმართება.

„ფესტივალზე გელოდებათ ლუდის უამრავი სახეობა, კვების ობიექტები (street food), სხვადასხვა გასართობი აქტივობა, უცხოური და ქართული ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში", – ნათქვამია ფესტივალის ანონსში.

ფესტივალის სცენაზე გამოვლენ ქართული ჯგუფები: „შენდამე" (თორნიკე ყიფიანი), Bedford Falls, „დაგდაგანი", „ფრანი", REGGAEON, ასევე დიჯეები Sumo და beRose.

ფესტივალი დღის 12 საათზე დაიწყება და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. საკონცერტო დარბაზ Alibi Arena-ში, რომელიც ზემო ფონიჭალაში მდებარეობს, მსურველებს უფასო ტრანსპორტი მიიყვანს, რომელიც ორთაჭალის ავტოვაგზლიდან გავა.

5'Nizza ხარკოვული მუსიკალური დუეტია, რომელიც ასრულებს სიმღერებს ჰიპ-ჰოპის, რეგის, ფანკისა და სხვა სტილში.

ყველა ახალი ამბავი
0