საქართველოს სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაში მიიღებს მონაწილეობას

83
საქართველოს ლონდონის წიგნის ბაზრობაზე მეშვიდედ იქნება წარმოდგენილი.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველო ლონდონის 48-ე საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით იქნება წარმოდგენილი. ღონისძიება 2019 წლის 12-14 მარტს ჩატარდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მაუწყებლის ინფორმაციით, პრესტიჟულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანები და ქართული გამომცემლობების უახლესი წიგნები.

ქართული ლიტერატურის ინგლისურ ენაზე პოპულარიზების მიზნით ბაზრობის ფარგლებში სამი დღის განმავლობაში ლონდონში ჩატარდება შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების აგენტებთან.

ქართულ პავილიონში ასევე დაგეგმილია მიღება, რომელზეც, სხვა თემებთან ერთად, განხილული იქნება საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის მონაწილეობის საკითხები 2021 წელს პარიზის წიგნის ბაზრობაზე.

ლონდონის წიგნის ბაზრობა – ესაა ინგლისურენოვანი ლიტერატურის გზაჯვარედინი, რომელზეც ერთმანეთს ხვდებიან გამომცემლები, მწერლები, ლიტერატურული აგენტები, მთარგმნელები მთელი მსოფლიოდან.

83
თემები:
საქართველო და კულტურა–2018 (806)
ღირსების ორდენი

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

28
დაჯილდოება უკავშირდება წვლილს ემიგრაციის მუზეუმში, სადაც თავმოყრილი ექსპონატები უცხოეთში მყოფი ქართველი ემიგრანტების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობენ

თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორს, ლევან თაქთაქიშვილს ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის ღირსების ორდენი გადასცა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

„ის, რომ დღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყველასთვის ხელმისაწვდომია ემიგრაციის შემოქმედება - ლიტერატურა, ფოტომასალა და ისტორია, რომლის დაბრუნებაც ძალიან ხანგრძლივი და რთული საქმე იყო, სწორედ ლევან თაქთაქიშვილის დამსახურებაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ემიგრანტების შესახებ ისტორიული მასალების დაბრუნება ჯერ არ დასრულებულა.

2020 წლის ივლისში ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა, სადაც თავმოყრილია ექსპონატები, რომლებიც უცხოეთში ქართველი ემიგრანტების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობენ. მანამდე ეს მუზეუმი 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში ფუნქციონირებდა.

მასში ინახება ბევრი ემიგრანტის პირადი არქივი, მათ შორის საფრანგეთში ლევილის მამულის არქივი. ეს მამული დევნილობაში მყოფმა საქართველოს მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქართველი ემიგრანტების თავშესაფრად შეიძინა.

 

28
ველოსიპედისტი ლუკ გრენფელ-შოუ

ინგლისიდან ჩინეთამდე ონკოპაციენტების მხარდასაჭერად: ველომოგზაური უკვე საქართველოშია

45
მისი თქმით, ყველაზე შთამბეჭდავი ოყო ადგილობრივი მცხოვრებლების„ღრმა და გულითადი სითბო“ სტუმრებისა და თავად საქართველოს მიმართ

თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. სიმსივნით დაავადებული 26 წლის ველოსიპედისტი ლუკ გრენფელ-შოუ, რომელმაც მისნაირი დიაგნოზის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად გადაწყვიტა მანძილი ბრისტოლიდან (დიდი ბრიტანეთი) პეკინამდე (ჩინეთი) ველოსიპედით დაფაროს, უკვე საქართველოშია. ამის შესახებ მან თავის Instagram-გვერდზე დაწერა.

„ბრისტოლიდან პეკინამდე“ - ასეთი სახელწოდებით ველომარშრუტის ფარგლებში ლუკი გეგმავს 30 ქვეყნის გადაკვეთას და კიბოთი დაავადებულთათვის 300 ათასი ევროს შეგროვებას. ასეთი გეგმა ახალგაზრდა მამაკაცმა ორი წლის წინ დაისახა. და ამ ყველაფრის მიზეზი გახდა დიაგნოზი, რომელიც ექიმებმა მას დაუსვეს - მეოთხე სტადიის კიბო. მაშინ ლუკ გრენფელ-შოუმ გადაწყვიტა წავიდეს სამოგზაუროდ, რათა სიცოცხლე ბოლომდე შეიგრძნოს და აჩვენოს სხვებს, რომ ოცნების ახდენა შესაძლებელია და ცხოვრება საინტერესოა. 2020 წლის იანვარში ლუკმა ველოექსპედიციის გზას დაადგა.

„საქართველოში მოგზაურობის საოცარი დასაწყისი! წვიმისგან თავშესაფარი იქცა ფინჯან ყავად, რომელიც ჭიქა ჭაჭაში გადაიზარდა! შემდეგ მას კიდევ ოთხი ჭიქა მოყვა! ბათუმამდე ბოლო კილომეტრზე ნამეტანი კონცენტრირებული ვიყავი ველოსიპედზე და, შესაძლოა, წვიმა გამოფხიზლებაში დამეხმარა! რა სიხარულია ვიყო აქ, ამ გიჟური არქიტექტურის ქალაქში, და ძალიან მიხარია, რომ შევისწავლი საქართველოს და ბევრ ხაჭაპურს შევჭამ“, - დაწერა მან ბათუმში ჩამოსვლისას.

მისი თქმით, ქალაქი ძალიან მრავალფეროვანია: „ბრწყინვალე თანამედროვე შენობები, ლონდონიდან ამოგლეჯილი ტაუნ-ჰაუსები, საბჭოური ეპოქის მრავალბინიანი სახლები“. როგორც ლუკმა აღნიშნა, ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა მცხოვრებლების „ღრმა და გულითადმა სითბომ“ როგორც სტუმრებისა, ისე თავად საქართველოს მიმართ.

პროექტმა მედიის ყურადღება მიიპყრო, და ლუკის მოგზაურობას გამომწერებთან ერთად თვალს ადევნებენ ჟურნალისტებიც. ამჟამად საქართველოში მას თან ახლავს BBC-ს ჟურნალისტი, რომელიც ველოსიპედისთის მოგზაურობის შესახებ ფილმს იღებს.

რეგიონში ყოფნისას ახალგაზრდა მოგზაურმა დაათვალიერა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და მთიანი აჭარა. რეგიონში ლუკის მოგზაურობა ორგანიზებულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ. დღეს ის გზას განაგრძობს და აღმოსავლეთ საქართველოში გაემგზავრება.

45
ყვავილი თოვლზე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 თებერვალი

0
(განახლებულია 16:48 27.02.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 28 თებერვალია, კვირა. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

დღეს ინტუიცია და შემოქმედებითი პოტენციალი პიკს მიაღწევს. ის, რასაც სხვა დროს დიდ დროს ანდომებთ, დღეს იოლად გამოგივათ. ეს ეხება სწავლას, მუშაობას, მეცნიერულ საქმიანობას. ამასთან, დღეს პასიურობის დღეცაა და მაღალი შემოქმედებითი პოტენციალი შინაგანად შეიძლება დაუპირისპირდეს იმას, რომ ამ პოტენციალის რეალიზების სურვილი არ გექნებათ. ასე რომ, თუ გინდათ, რამე შედეგს მიაღწიოთ, თავი ხელში აიყვანეთ, ნებისმყოფა მოიკრიბეთ და საქმეს შეუდექით.

საუკეთესო კოლეგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი: თუ მოისურვებთ, დღეს ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ, მაგრამ დიდი ალბათობაა იმისა, რომ ეს სურვილი შეიძლება არ გაგიჩნდეთ. დღე რომ გაიმრავალფეროვნოთ, საკმარისია, რამე საქმემ ან იდეამ გაგიტაცოთ, ან საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელმა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში თქვენს აქტიურობას დიდი წახალისება აღარ დასჭირდებათ – თქვენი შეჩერება, შეიძლება ითქვას, უკვე შეუძლებელი გახდება.

ვერძი: დღეს განწყობა იმისა, რომ ორგანიზატორული უნარები გამოავლინოთ, არ გაქვთ, მაგრამ მაინც თუ მოგიწიათ რამის ორგანიზება, ამას შესანიშნავად გაართმევთ თავს და შედეგებით ყველას გაახარებთ. რა სახისაც არ უნდა იყოს ღონისძიება, თქვენთვის საკმაირისია, რომ ინიციატივა აიღოთ ხელში და ამოცანები გადაანაწილოთ – გარშემომყოფები დიდი სიამოვნებით აგყვებიან და დაგეხმარებიან.

ტყუპი: დღეს არაფრის გაკეთების ხალისი არა გაქვთ. ამაში სიტუაციაც შეგიწყობთ ხელს – თქვენგან არ მოითხოვება რამე გმირობის ჩადენა ან გადაუდებელი საქმეების გაკეთება. და საჭიროც რომ იყოს თქვენი ჩარევა საქმეებში, იმდენად არასაქმიან განწყობაზე ხართ, რომ ამის შეცვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება. საქმე მოიცდის – სწორედ ესაა დღეს თქვენი დევიზი. ამიტომ ეს დღე სამ მიმართულებას უნდა დაუთმოთ – საკუთარ თავს, ახლობლებსა და... კიდევ საკუთარ თავს.

კირჩხიბი: ძალზე იღბლიანი დღეა. ხართ ძალზე ენერგიული და გაქვთ შესაძლებლობა, ეს ბრწყინვალედ გამოიყენოთ. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებთ, შეგიძლიათ წინ წაწიოთ, დაძრათ მკვდარი წერტილიდან. ვარსკვლავები გირჩევენ, დრო წვრილმანებზე არ დაკარგოთ – დღეს ძალიან გიმართლებთ, ხართ იღბლიანი, ამიტომ აჯობებს, თუ ისეთ საქმეს შეეჭიდებით, რომელიც მეტ სარგებელს მოგიტანთ.

ლომი: დღეს თქვენთვის არარეკომენდებულია დიდ საქმეებთან შეჭიდება. და სიმართლე უნდა ითქვას, არც პატარა საქმეებთან. ბოლო ხანს დიდი ძალა დახარჯეთ და საკმარისია დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, დროა, მოდუნდეთ და დაისვენოთ. ამასთან, ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება ცხოვრების იმ სფეროებს მიაქციოთ, რომლებიც ბოლო დროს თქვენი თვალთახედვის არეში აღარ მოქცეულა. გაითვალისწინეთ, რომ დასვენება მხოლოდ დივანი და ტელევიზორი არაა – შეგიძლიათ შეხვდეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებთან სასიამოვნო საღამო გაატაროთ, არ რომანტიკულ შეხვედრაზე იფიქროთ...

ქალწული: დღეს გარშემომყოფებთან დისონანსში იქნებით. მათ გაუჭირდებათ თქვენს ტემპზე აყოლა, თავად კი გრძნობთ, რომ უამრავი რამის გაკეთება შეგიძლიათ. საქმიანი აქტიურობა, მახვილი გონება და საჭირო დროს საჭირო რამეზე „კლანჭის“ გამოდების უნარი უმაღლეს დონეზე იქნება. აქედან გამომდინარე, გარშემომყოფების აპათია და გულგრილობა, სავარაუდოდ, გაგაღიზიანებთ. ამიტომ დილიდან განეწყვეთ იმისთვის, რომ დღეს მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი უნდა გქონდეთ.

სასწორი: მიეცით უფლება თქვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, რომ თავიანთი პრობლემები თვითონ გადაჭრან. იმის ნაცვლად, რომ დრო სხვებზე დაკარგოთ, აჯობებს, თუ რამე სასიამოვნოს გააკეთებთ, მაგალითად, შემოქმედებით საქმიანობას შეუდგებით. ზუსტი მეცნიერებებისადმი კი ნამდვილად არ ხართ განწყობილი, ვერანაირად ვერ მოგხიბლავთ ციფრები, გრაფიკები და ცხრილები, ასე რომ, სჯობს შემოქმედებით აქტიურობაში გადაეშვათ თავით.

მორიელი: დღეს, უბრალოდ, ვალდებული ხართ, რომ საკუთარი აზრები სამყაროს გაუზიაროთ, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ამ სამყაროს მცირე ნაწილს მაინც – ახლობლებს, კოლეგებსა თუ მეგობრებს. თქვენი ტვინი მკაფიოდ და არასტანდარტულად იმუშავებს და დიდებული იდეების გენერატორი გახდება. ამასთან, გამორიცხული არაა, რომ გარშემომყოფებმა ეს იდეები ვერ დააფასონ, ვერ გაიგონ. მაგრამ რას ვიზამთ – დღეს ნამდვილად ყველაზე წინ ხართ, ამიტომ ხანდახან უნდა შეჩერდეთ, რომ სხვებს საშუალება მისცეთ, დაგეწიონ.

მშვილდოსანი: დღეს, სავარაუდოდ, არ გექნებათ საკმარისი ძალა იმისთვის, რომ ენთუზიაზმით აკეთოთ საქმე. განწყობა გაქვთ იმგვარი, რომ რაც შეიძლება ნაკლები მოძრაობა გააკეთოთ. სამაგიეროდ, გონება იმუშავებს უმაღლეს დონეზე და პირველ რიგში, სამუშაო გეგმების დაწყობაზე. თქვენი აზრები, პირველ რიგში, უდიდესი ლოგიკურობითა და მოულოდნელი სვლებით იქნება გამორჩეული. ამ დღის ჩანაფიქრებს მომავალში კარიერული წინსვლისა და კარგი შემოსავლის უზრუნველყოფა შეუძლია.

თხის რქა: დღეს გაგიმართლებთ. მოგიწევთ იმის გაკეთება, რაც გიყვართ. ვარსკვლავები არჩევანსაც არ დაგიტოვებენ – სხვა რამეს თუ მოკიდებთ, მაინც ვერაფერს მიაღწევთ. რუტინული საქმეები აუტანელი იქნება თქვენთვის. მაგრამ თუ რამე საქმე მართლა დაგაინტერესებთ, ის აურაცხელ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ და ამასთან, შესანიშნავ შედეგსაც მიიღებთ.

მერწყული: დღეს თავის გამოჩენა შეგიძლიათ როგორც შესანიშნავ მეგობარსაც და როგორც საშიშ მეტოქესაც, ანუ ვის როგორ გაუმართლებს. ხართ გამჭრიახი, გრძნობთ ვითარებას და ყველაფერს გზადაგზა იტაცებთ. ნებისმიერი თქვენი გეგმა, რასაც არ უნდა ეხებოდეს ის (მეგობრებთან ერთად დროის გატარება თუ ვინმესთვის „სისხლის გაშრობა“), შემოქმედებითი აღმაფრენით იქნება გაჯერებული. ორივე შემთხვევაში წარმატება გელოდებათ. ასე რომ ოპონენტებს ურჩევნიათ, თქვენთან მეგობრობა არჩიონ.

თევზები: დღეს, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად ჩიხში იქნებით მოქცეული. კარგია, თუ ვითარება თქვენგან სწრაფ გადაწყვეტილებებს არ მოითხოვს – მაშინ თქვენი გონებაგაფანტულობა განსაკუთრებულ ზიანს არ მოგაყენებთ; მაგრამ თუ სერიოზული საქმის გაკეთება მოგიწიათ, არაა გამორიცხული, უეცრად ერთ ადგილზე გაშეშდეთ ან თავი ქვიშაში დამალოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს თქვენთვის ნებისმიერი აქტიური საქმიანობა უკუნაჩვენებია გარდა იმისა, რომელსაც არა შედეგისთვის, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვის გააკეთებთ.

0