ქართულ–აზერბაიჯანული ფილმი როტერდამის კინოფესტივალის პრიზიორი გახდა

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი ქართულ საპროდიუსერო კომპანია „მაისის ფერთან" თანამშრომლობით შეიქმნა.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ფილმი „სეზონის დასასრული", რომელიც საქართველო–აზერბაიჯანი–გერმანიის კოპროდუქციაა, როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. კინოფესტივალი ნიდერლანდებში 23 იანვრიდან 3 თებერვლამდე პერიოდში გაიმართა.

კინოფირი - Sputnik საქართველო
ბერლინალე-2019-ზე ქართული ფილმი „ომის იავნანა“ მოხვდა

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რეჟისორ ელმან ომანოვის ფილმმა, რომელიც კინოხელოვნებას გერმანიაში ეუფლება, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის „ფიპრესის" პრიზი მიიღო.

დრამის სიუჟეტის ცენტრში აზერბაიჯანული ოჯახია, რომელიც დანგრევის პირასაა. შვილი მაჰმუდი გამალებით ეძებს საკუთარ სახლს, დედა ფიდანი – პირად სივრცეს, მამა სამირს კი უბრალოდ მარტო დარჩენა სურს. ამ ისტორიაში ერთგვარი გარდატეხა შეაქვს დრამატულ ინციდენტს, რომელიც პლაჟზე ყოფნისას მოხდება.

ფილმი „სეზონის დასასრული" აზერბაიჯანულ ენაზეა გადაღებული. პროექტი ქართულ საპროდიუსერო კომპანია „მაისის ფერთან" თანამშრომლობით შეიქმნა. სურათის მონტაჟზე იოსებ ბლიაძე მუშაობდა.

როტერდამის კინოფესტივალზე ასევე მონაწილეობდა ნინო ჟვანიას სადებიუტო ფილმი „აღლუმი" და მიშო ანთაძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „მოსავალი".

როტერდამის კინოფესტივალი (International Film Festival Rotterdam, IFFR) 1972 წელს დაარსდა, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია და აქცენტს ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენაზე აკეთებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0