პროექტი საქართველოს ვარსკვლავი

აირჩიე საუკეთესო! დაიწყო კენჭისყრა ვინ წარადგენს საქართველოს „ევროვიზია 2019“–ზე

248
(განახლებულია 20:19 25.01.2019)
ნებისმიერ მსურველს დღეღამის განმავლობაში ორჯერ  შეუძლია მისცეს ხმა სასურველ კანდიდატს ინტერნეტის მეშვეობით

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. პირველი არხის მუსიკალური მეგაპროექტის „საქართველოს ვარსკვლავი“ ფინალისტებისთვის კენჭისყრა პარასკევს დაიწყო. გამარჯვებული საქართველოს წარადგენს სიმღერის კონკურსზე „ევროვიზია 2019“, რომელიც ისრაელში გაიმართება.

პროექტის ავტორებმა ამჯერად უფასო კენჭისყრა Facebook–ის მეშვეობით გადაწყვიტეს. ხმის მიცემა შესაძლებელია 12 საათში ერთხელ.

ლაივ–კონცერტები შაბათს თბილისის საკონცერტო დარბაზში დაიწყება. პირველ კონცერტზე პროექტს ორი კონკურსანტი დატოვებს – რომლებიც ყველაზე ნაკლებ ხმას მიიღებენ.

ხმების დათვლის დროს, Facebook–ში ხმის მიცემის გარდა, შეჯამდება ზარები, ასევე SMS–შეტყობინებები თითოეული კონკურსანტის ინდივიდუალურ ნომერზე. ზარები და შეტყობინებები ფასიანი იქნება, თუმცა, მათი რაოდენობა შეზღუდული არაა.

სამი დიდი კასტინგისა და ნახევარფინალის შედეგად პროექტის ჟიურიმ ათი კანდიდატურა შეარჩია.

„ევროვიზია 2019" თელ-ავივში გაიმართება, რადგან გასულ წელს ამ ქვეყნის წარმომადგენელმა ნეტა ბარზილაიმ გაიმარჯვა.

კონკურსის პირველი, მეორე ნახევარფინალები და ფინალი, შესაბამისად, 2019 წლის 14, 16 და 18 მაისს გაიმართება.

2018 წელს საქართველოს კონკურსზე წარადგენდა ეთნო-ჯაზ ჯგუფი Iriao, თუმცა კონკურსის ფინალში ის ვერ გავიდა.

248
თემები:
ევროვიზია - 2019 (23)