მერაია კერიმ საქართველოში, შესაძლოა, 2019 წელს კონცერტი გამართოს

© photo: Sputnik / Denis AslanovBlack Sea Arena
Black Sea Arena - Sputnik საქართველო
გამოწერა
Black Sea Arena-ს სცენაზე მსოფლიო დონის არაერთი ვარსკვლავი გამოვიდა. მათ რიცხვს, შესაძლოა, მერაია კერის სახელიც მიემატოს

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა მერაია კერიმ, შესაძლოა, საქართველოში, Black Sea Arena-ს სცენაზე კონცერტი გამართოს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ცნობილი შემსრულებლის 2019 წლის გაზაფხულზე გამოსვლის ორგანიზატორია ხმის ჩამწერი კომპანია Bravo Records და კომპანია Alter Vision. მერაია კერი გამოვა სამთავრობო პროექტის Check in Georgia ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო დონეზე ქვეყნის პოპულარიზებისკენაა მიმართული.

 Black Sea Arena - Sputnik საქართველო
Sting, უილ სმიტი ან 50 Cent – ვის აირჩევს ქართველი მსმენელი

„ეკონომიკის სამინისტროში imedinews-ს მომღერალთან მოლაპარაკებების წარმოება დაუდასტურეს, თუმცა აცხადებენ რომ საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის", - ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2018 წლის დეკემბერში ჩაატარა ინტერნეტ-გამოკითხვა თემაზე, მსოფლიო დონის რომელი შემსრულებლის ხილვას ისურვებდნენ ისინი Black Sea Arena-ს სცენაზე. კენჭისყრაში წარმოდგენილი იყვნენ მერაია კერი, უილ სმიტი, კაილი მინოუგი, Sade, Sting, Depeche Mode, Moby, Earth, Wind and Fire, ლაიონელ რიჩი, The Black Eyed Peas, The Prodigy, 50 Cent и Jessie J.

მერაია კერი - შემსრულებელი, სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მსახიობი და ფილანტროპი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალია, მის ალბომებს გაყიდვის მხრივ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელი აქვს.

Black Sea Arena-ს სცენაზე სხვადასხვა დროს გამოვიდნენ ელტონ ჯონი, კრისტინა აგილერა, Scorpions, Aerosmith, ენიო მორიკონე, გორან ბრეგოვიჩი და სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0