World Rising Stars-ის დაჯილდოების ცერემონია

„Sputnik-საქართველოს“ მოდის გაშუქებისთვის World Rising Stars-ის პრემია გადაეცა

19
(განახლებულია 02:01 12.01.2019)
დაჯილდოების ორგანიზატორებმა საქართველოს მოდის ინდუსტრიის გაშუქებაში წვლილის შეტანისთვის მადლობა გადაუხადეს

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ ქვეყანაში ფეშენ-ინდუსტრიის გაშუქებისთვის World Rising Stars-ის საერთაშორისო პრემია მეორედ გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონია თბილისში 11 იანვარს გაიმართა. ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნიდან 130 სტუმარი შეიკრიბა. ფინალურ გალა-კონცერტზე ორგანიზატორებმა მოდის სფეროში წარმატებებისთვის სიგელები და პრიზები გადასცეს.

Sputnik-საქართველო“ უკვე მეოთხე წელია მხარს უჭერს ჩვენს პროექტებს და აქტიურად აშუქებს მოდის სფეროში მიმდინარე მოვლენებს. Sputnik-ი აშუქებდა ყველა ჩვენს ღონისძიებას არამარტო თბილისში, არამედ ქვეყნის სხვა ქალაქებში. არ შეგვიძლია მადლობა არ გითხრათ იმისათვის, რომ გვერდში დაგვიდექით და ქართველი მოდელებისა და დიზაინერების წარმატებებს აშუქებდით. თქვენს გარეშე ასეთ შედეგებს ვერ მივაღწევდით“, - განაცხადა კონკურსის ორგანიზატორმა, სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელმა ეკატერინე მგალობლიშვილმა.

Sputnik Грузия получил премию World Rising Stars за освещение моды
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
„Sputnik-საქართველოს“ მოდის გაშუქებისთვის World Rising Stars-ის პრემია გადაეცა

ღონისძიება International Beauty Talent and Fashion Awards World Rising Stars საქართველოში პირველად 2018 წლის 24-29 იანვარს გაიმართა და 15 ქვეყნიდან სილამაზის კონკურსების და სამოდელო კონკურსების გამარჯვებულები შეკრიბა. წელს ღონისძიების ფარგლებში World Rising Stars-ის მონაწილეებისთვის მოეწყო უამრავი ტური, საქველმოქმედო საღამო, მეგობრობის საღამო, ტალანტების შოუ, ექსკურსიები, შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ხუთშაბათს Biltmore Hotel Tbilisi-ში 12 ქვეყნის დიზაინერებმა თავისი ახალი კოლექციები წარადგინეს. ღონისძიება მიზნად ისახავს მოდისა და კულტურის სფეროში მოღვაწე და გარკვეულ წარმატებებს მიღწეულ ადამიანების წახალისებას.

Sputnik-საქართველომ" (sputnik-georgia.com) ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო და ამ დროისთვის საქართველოში ინტერნეტ-მედიის ლიდერია*. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე ინტერნეტ-რადიოს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

* 2019 წლის 1 იანვრის  Liveinternet-ის მონაცემებით

 

19
თემები:
ქართველი დიზაინერები მოდის სამყაროს იპყრობენ (78)