ქართული ბრენდის კაბა Victoria's Secret-ის შოუზე გაბრწყინდა

© REUTERS / MIKE SEGARკელსი ბალერინის გამოსვლა Victoria's Secret-ის შოუზე
კელსი ბალერინის გამოსვლა Victoria's Secret-ის შოუზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი დიზაინერის სამოსში სცენაზე კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოვიდა

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ამერიკელმა ქანთრი-მომღერალმა კელსი ბალერინიმ ნიუ-იორკში Victoria's Secret-ის გრანდიოზულ შოუზე იმღერა. ის სხენაზე ქართული ბრენდის Mach&Mach მოკლე კაშკაშა კაბით წარდგა.

© REUTERS / MIKE SEGARკელსი ბალერინის გამოსვლა Victoria"s Secret-ის შოუზე
ქართული ბრენდის კაბა Victoria's Secret-ის შოუზე გაბრწყინდა - Sputnik საქართველო
კელსი ბალერინის გამოსვლა Victoria"s Secret-ის შოუზე

Mach&Mach აშშ-სა და ევროპაში მალე გახდა პოპულარული და დასავლელი და ჰოლუვადის ვარსკვლავების კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. მაგალითად, Mach&Mach-ის სამოსით არაერთხელ გამოვიდა ცნობილი ამერიკელი მომღერალი კეტი პერი.

კეტი პერი - Sputnik საქართველო
რა აერთიანებს კეტი პერის საქართველოსთან

ქართული ბრენდი Mach&Mach დიზაინერმა დებმა, გვანცა და ნინა მაჭარაშვილებმა შექმნეს (Gvantsa Mach და Nina Mach).

გვანცა თბილისის სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, ხოლო ნინა - დიპლომირებული მედიკოსი.

გოგონებმა თავიანთი მარკა 2012 წელს შექმნეს. Mach & Mach - ესაა ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და საქორწილო კაბების ბრენდი. ქართველი დიზაინერების სტილი მთელ მსფოლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. მათ სამოსში ჩნდებიან მოდელები ბელა ჰადიდი და დაუტცენ კრუსი, შეიხა მოზა, ჯენიფერ ლოპესი. ლედი გაგა, ნიკოლ კიდმანი და სხვა ვარსკვლავები.

 

ყველა ახალი ამბავი
0