დავით გარეჯის საკონსერვაციო გეგმის შემუშავების პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვნენ

გამოწერა
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარდგინებითა და  ინიციატივით შევიდა ევროპა ნოსტრას პროგრამის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. დავით გარეჯის საკონსერვაციო მეთოდოლოგიასა და მართვის სამოქმედო გეგმას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ევროპა ნოსტრას, ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავებს, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპლექსის ფიზიკური მდგომარეობის შეფასებისა და მისი სტრუქტურული პრობლემების გადაჭრის გზების შესამუშავებლად უცხოელი სპეციალისტების ჯგუფი საქართველოს სტუმრობს.

Ахметский район - Sputnik საქართველო
ახმეტაში ორ ეკლესიას უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

„ოთხ დღიანი მისიის ფარგლებში ევროპა ნოსტრას ვიცე პრეზიდენტმა პიტ ჯასპაერტმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტის ექსპერტმა კამბელ ტომსონმა და ევროპა ნოსტრას კულტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო საბჭოს წევრმა გაიანე კასნატმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე (იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, ლავრა, უდაბნოს მონასტერი, დოდორქა, საბერეები) პრაქტიკული სამუშაოები უკვე განახორციელეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარდგინებითა და  ინიციატივით შევიდა ევროპა ნოსტრას პროგრამის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის 2018 წლის ნუსხაში, რაც ევროპული ქართული კულტურის უნიკალური ძეგლისთვის ევროპული ორგანიზაციების მხრიდან გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი საერთაშორისო საექსპერტო რეკომენდაციებისა და საგრანტო ფინანსური რესურსის მოძიებას ითვალისწინებს.

ძეგლის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვან კრიტერიუმად იყო მიჩნეული ადგილობრივი თემების, საჯარო და კერძო დაინტერესებული სუბიექტების ჩართულობა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. იგი ივრის ზეგანზე, ნახევარუდაბნოში მდებარეობს და ოცზე მეტი კლდეში ნაკვეთი მონასტრისა და რამდენიმე ასეული სენაკისგან შედგება.

ყველა ახალი ამბავი
0