ქართველი მხატვრები საბერძნეთში საკუთარ ნამუშევრებს გამოფენენ

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშისალონიკი
სალონიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მხატვრების გამოფენა სალონიკში ბერძნულ-ქართული მეგობრობისა და თანამშრომლობის პროცესის გაფართოების ფარგლებში გაიმართება.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საბერძნეთში მცხოვრები ქართველი მხატვრებისა და მოქანდაკეების, ასევე მათი ბერძენი კოლეგების ნამუშევრების გამოფენა სალონიკში 11 ნოემბერს გაიმართება. გამოფენა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავს ეძღვნება, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" ორგანიზატორებმა.

ღონისძიება ბერძნულ-ქართული მეგობრობისა და თანამშრომლობის გაფართოების პროცესის ფარგლებში, სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ეგიდით გაიმართება.

ნიუ-იორკი - Sputnik საქართველო
ქართველი მხატვრების ნამუშევრები ნიუ-იორკში გამოიფინება

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ალექსანდრე ბურჯანაძის, ჯონი გოგაბერაშვილის, ნანა ალიბეგაშვილი-კესიდის, ლია ეფეტერიადუს, დიმიტრის კარაიანდისის, მარია კესიდუს, ალექსანდრა კილინკარიდუს, გელა კესიდის, ფოტინი ქუქჩიშვილი-მუზენიდუს, მარინა ლომიძის, რუსუდან მწარიაშვილის, ნინო ონიანის, რუმინ ფალავანდიშვილის, ეკატერინე ჩიხრაძის, გიორგი სპირიდონოვის, გივი მიხალიდისის, თამარ რუხაძის, გელა ბერაძისა და სხვათა ნამუშევრები.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და ხელნაკეთი ნამუშევრები.

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია. გამოფენა გაიხსნება ნ. ფოკას №8-ში (თეთრი კოშკის რაიონი), ადგილობრივი დროით 19:00 საათზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0