დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმი ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

© FB / Cultural Heritage of Georgiaნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გერმანიაში
ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გერმანიაში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენა მიმდინარე წლის 10 ნოემბერს გაიხსნება და 2019 წლის 10 მარტამდე გასტანს.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები გერმანიაში, დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საექსპოზიციო სივრცეში ნიკო ფიროსმანაშვილის მირზაანის სახელმწიფო მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული ნამუშევრები ხუთი თვის განმავლობაში იქნება გამოფენილი.

© Facebook / Cultural Heritage of Georgiaნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გერმანიაში
დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმი ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს - Sputnik საქართველო
ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გერმანიაში

როგორც ორგანიზატორების განცხადებაშია აღნიშნული, წინასაგამოფენო მზადების პროცესში ჩართული არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების სამსახური და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების ტრანსპორტირებას წინ უძღოდა მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი პროცედურული და მოსამზადებელი სამუშაოები.

© FB / Cultural Heritage of Georgiaნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გერმანიაში
დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმი ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს - Sputnik საქართველო
ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გერმანიაში

გამოფენა Museum global - Microhistories of an Ex-centric Modernism 1910-1960 წლების პერიოდს მოიცავს.

„10 ნოემბრიდან 2019 წლის 10 მარტამდე ქართველი მხატვრის ნამუშევრები: “მალაკნების ქეიფი“, „ხილის დუქანი“, „ორთაჭალის ტურფა“ და „ნატურმორტი“ პაბლო პიკასოს, ამადეო მოდილიანის, მარკ შაგალის, ვასილი კანდინსკის, კაზიმირ მალევიჩისა და სხვათა ნამუშევრებთან ერთად იქნება ექსპონირებული", – ნათქვამია განცხადებაში.

© FB / Cultural Heritage of Georgiaნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გერმანიაში
დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმი ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს - Sputnik საქართველო
ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გერმანიაში

გამოფენა, სახელწოდებით K20-Kunstsammlung NRW მიმდინარე წლის 10 ნოემბერს გაიხსნება და 2019 წლის 10 მარტამდე გასტანს.

სულ ცოტა ხნის წინ, 26 ოქტომბერს ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები ვენის ალბერტინას მუზეუმშიც გამოიფინა. გამოფენის მიზანი ფართო აუდიტორიისთვის ნიკო ფიროსმანის შემოქმედებისა და, ზოგადად, ქართული კულტურის გაცნობაა. ეს გამოფენა 27 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0