ხონში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

© FB / Cultural Heritage of Georgiaწმინდა ნინოს ეკლესია სოფელ მათხოჯში
წმინდა ნინოს ეკლესია სოფელ მათხოჯში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წმინდა ნინოს ეკლესია სოფელ მათხოჯში 1872 წელს არის აგებული.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ   მათხოჯის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული სამუშაოები სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

წმინდა ნიკოლოზის ხატის ფრაგმენტი - Sputnik საქართველო
მარნეულში წმინდა ნიკოლოზის ეკლესია აღადგინეს

შუალედური ანგარიშის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების შედეგად დაიშალა დასავლეთისა და სამხრეთის ტაძარში შესასვლელი კიბეები, სახურავის ხის კონსტრუქციები, ძველი სახურავის ბურვილი და სამრეკლოზე ასასვლელი კიბეები. მოეწყო სამხრეთის, ჩრდილოეთის და დასავლეთის შესასვლელი ბაქანი და კიბეები. ასევე მოეწყო ხაოიანი თუნუქის სახურავი. აგრეთვე მოეწყო ხის კონსტრუქციები სახურავზე, სამრეკლოზე ასასვლელი კიბეები და ხარაჩოები ფასადებსა და ინტერიერში. კამარა გაილესა კირით და ეკლესია სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა.

წმინდა ნინოს ეკლესია სოფელ მათხოჯში 1872 წელს არის აგებული.

სამუშაოები შპს  „კირთხურომ“ შეასრულა.

ყველა ახალი ამბავი
0