ანდრეი ზვიაგინცევი: ხელოვნების ენას საზღვარი არ გააჩნია

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშირუსი რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი
რუსი რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი თბილისშია და რუსთაველის თეატრში მასტერ-კლასებს ატარებს.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. „ოსკარის“ პრემიის ორგზის ნომინანტი, ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი და კანის კინოფესტივალის ლაურეატი, ცნობილი რუსი კინორეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი პრესკონფერენციაზე ქართველ ჟურნალისტებს ესაუბრა თავის სიყვარულზე ქართულ კინოს მიმართ და უბრალო ადამიანზე, რომელიც მისი ფილმების უცვლელი გმირია.

ირაკლი კვირიკაძე - Sputnik საქართველო
ქართველი მსახიობი ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს

ახალი რუსული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეჟისორი თბილისს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „თანამედროვე კინოს დიდოსტატები" ფარგლებში ეწვია. პროექტის მიზანია საქართველოში 21-ე საუკუნის კინოენის ფორმების დანერგვა და განვითარება.

ქართული კინოს ოსტატებზე საუბრისას ზვიაგინცევმა თანამედროვე რეჟისორებიდან აღნიშნა რეზო გიგინეიშვილი, ძველებიდან – ოთარ იოსელიანი, რომლის ფილმებმა „გიორგობისთვე“, „პასტორალი“, „მთვარის ფავორიტები“ წარუშლელი შთაბეჭდილება დაუტოვეს.

კირილ საფონოვი: ქართველები კიდევ უფრო შემიყვარდა >>

„გუშინ დიდხანს ვისაუბრეთ ქართულ კინოზე. ისე მოხდა, რომ ქართულ კინოზე კიდევ ბევრი სხვა შთაბეჭდილება მაქვს. მე ასაკიანი ადამიანი ვარ, საბჭოთა ეპოქიდან. იმ ეპოქაში ქართული კინო იყო ჩვენი კინო, ერთიანი სივრცე იყო. მაგალითად, გუშინ არ გამახსენდა დანელია, რადგან მეგონა რომ ის ჩვენია. თურმე ის თქვენი ყოფილა. ჩვენ რაღაცამ გაგვყო. გასაგებია – იმპერია დაიშალა, ჩვენ ახლა სხვადასხვა ქვეყნები ვართ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კულტურის ენას, ხელოვნების ენას საზღვარი არ გააჩნია. და ამას ადასტურებს ის, რომ აქ მომიწვიეთ და ახდა ჩემი დიდი ხნის სურვილი – მოვინახულო საქართველო, თბილისი. სამწუხაროდ, ამისთვის ძალიან ცოტა დრო მაქვს, მხოლოდ რამდენიმე დღე. ყველა თქვენს სილამაზეს ვერ ვნახავ. მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვარ“, – აღნიშნა ზვიაგინცევმა.

© photo: Sputnik / Anastasia Schreiberრუსი რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი პრესკონფერენციაზე თბილისში
ანდრეი ზვიაგინცევი: ხელოვნების ენას საზღვარი არ გააჩნია - Sputnik საქართველო
რუსი რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი პრესკონფერენციაზე თბილისში

ანდრეი ზვიაგინცევს დაუსვეს შეკითხვა, როგორ ახერხებს ასეთი მართალი კინოს გადაღებას, რაზეც მან უპასუხა, რომ ამას პირდაპირ და პატიოსნად აკეთებს.

„უბრალოდ მოქმედებ ისე, როგორც სწორად მიგაჩნია, ადამიანს, მის კავშირს სამყაროსთან, სოციალურ მოწყობას პირდაპირ უყურებ და აღბეჭდავ. სულ ესაა. ანუ მაქვს სურვილი ვესაუბრო ადამიანს სიმართლის ენაზე“, – განაცხადა ზვიაგინცევმა.

კინოფირი - Sputnik საქართველო
დებიუტი მსოფლიო ასპარეზზე - ქართველი რეჟისორის ფილმს ტორონტოში უჩვენებენ

პრესკონფერენციის ფინალში რუსმა რეჟისორმა ჟურნალისტებს გაანდო, რომ მისი მომავალი ფილმი მეორე მსოფლიო ომზე იქნება და მის გადაღებაზე უკვე 10 წელია ოცნებობს. ზვიაგინცევის თქმით, ეს იქნება ძვირადღირებული პროექტი, „ლევიათანზე“ სამჯერ უფრო ძვირი.

ზვიაგინცევი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მასტერ-კლასს 22 და 23 ოქტომბერს 13:00 საათზე ატარებს. სამუშაო ენაა რუსული ქართული თარგმანით.

24 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება მისი ფილმის „უსიყვარულოდ" რეჟისორის ვერსიის ჩვენება. ჩვენების შემდეგ აუდიტორიას ელოდება ღია დისკუსია ავტორთან.

ყველა ახალი ამბავი
0