როგორი იქნება რომანოვების სასახლე რესტავრაციის შემდეგ - 3D-პროექტის ვიდეო

© Photo: courtesy of Miho Neimanრომანოვების სასახლე ლიკანში
რომანოვების სასახლე ლიკანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამუშაოების შესასრულებლად 771 000 ლარი დაიხარჯება, ხოლო ლიკანში მდებარე კომპლექსის რესტავრაციის ვალდებულება თავის თავზე „საპარტნიორო ფონდმა“ აიღო

თბილისი, 13 ოქტომბერი  - Sputnik. ინტერნეტში გაჩნდა 3D-პროექტის ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, როგორი იქნება რომანოვების სასახლე ლიკანში მასშტაბური რესტავრაციის შემდეგ, რომელიც ბორჯომში იწყება.

ვიდეოში ნაჩვენებია, რომ მუზეუმში სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად განახლდება ორანჟერეები, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია, აშენდება საკონფერენციო დარბაზი, ავტოსადგომი, საფეხმავლო ხიდი, ადმინისტრაციული შენობა, ვიზიტორთა ცენტრი. აგრეთვე განახლდება ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის ისტორიული პარკი.

როგორც მანამდე აღინიშნა, აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად 771 000 ლარი დაიხარჯება. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და „საპარტნიორო ფონდს" შორის 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად ფონდმა ლიკანში მდებარე კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის  ვალდებულება აიღო.

რომანოვების სასახლე ლიკანში - Sputnik საქართველო
ლიკანში რომანოვების სასახლის რესტავრაციისთვის 771 000 ლარია გამოყოფილი

კომპლექსის პროექტირებისა და მომდევნო რეაბილიტაცია-რესტავრაციის სწორად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, „საპარტნიორო ფონდი" აქტიურად თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.  

რომანოვების სასახლე მავრიტანული სტილის ვილაა, რომელიც რუსეთის იმპერატორის ბრძანებით დიდი მთავრის ნიკოლოზ მიხეილის ძისათვის აშენდა მტკვრის სანაპიროზე ლიკანში 1892-1895 წლებში. პროექტის ავტორი იყო ცნობილი არქიტექტორი ლეონტი-ბენუა.

საბჭოთა პერიოდში რომანოვების სასახლე სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. აქ ხშირად ისვენებდნენ საბჭოთა ხელისუფლების პირველი პირები, მათ შორის იოსებ სტალინი.

საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, სასახლეს საქართველოს პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციის ფუნქცია ჰქონდა.

ბორჯომში ანასტასია რომანოვას სელფი „გააცოცხლეს“ >>

რომანოვების სასახლეს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0