უქმეები თბილისში: მოზარდ მაყურებელთა თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს +18

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIმოზარდ მაყურებელთა თეატრი
მოზარდ მაყურებელთა თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდ მაყურებელთა თეატრის ადმინისტრაცია მაყურებლებს აფრთხილებს, რომ სპექტაკლზე დასასწრებად აუცილებელია სამი პირობის დაცვა.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი მომავალ უქმეებზე წარმოადგენს სპექტაკლს სახელწოდებით „სიკვდილის შემდეგ შეყვარებული“, რომელზე დასწრებაც მხოლოდ 18 წელს  მიღწეულ და უფროსი ასაკის მაყურებლებს შეუძლიათ. 

აღნიშნულის თაობაზე მოზარდ მაყურებელთა თეატრის ადმინისტრაცია საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე წერს. 

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენა პროექტის „ღამე თეატრში“ ფარგლებში იმართება და შესაბამისად, ღამის 01:35 საათზე იწყება.

„თქვენ გეძლევათ უნიკალური შანსი, ნახოთ სპექტაკლი მაშინ, როდესაც ქალაქს სძინავს“, — ნათქვამია თეატრის განცხადებაში. 

ღამის თეატრის იდეა თბილისის მერიის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „ღამის ეკონომიკის განვითარებასთან“ დაკავშირებით წარმოიშვა.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის ადმინისტრაცია მაყურებლებს აფრთხილებს, რომ სპექტაკლზე დასასწრებად აუცილებელია სამი პირობის დაცვა:

  • უნდა იყოთ 18 წელს ზევით; 
  • აუცილებლად უნდა შეიძინოთ ბილეთები წინასწარ, რადგან შუაღამით სალარო არ იმუშავებს; 

რაც შეეხება მესამე პირობას, ადმინისტრაცია წერს, რომ მაყურებელი ამას მხოლოდ ადგილზე შეიტყობს.   

გარდა ამისა, თეატრი მაყურებელს სთხოვს, მივიდეს წარმოდგენის დაწყებამდე 10-15 წუთით ადრე და ზუსტად მიჰყვეს კაპელდინერების მითითებებს და ჩაერთოს განწყობის შესაქმნელ რიტუალში.

ყველა ახალი ამბავი
0