თბილისში ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გაიხსნება

© Sputnik / Alexander Imedashviliსახვითი ხელოვნების მუზეუმი რუსთაველის გამზირზე
სახვითი ხელოვნების მუზეუმი რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის დათვალიერებას მსურველები 2018 წლის 2 ოქტომბრიდან შეძლებენ

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ქალიშვილი მანანა და სიძე გია ჯოხთაბერიძე თბილისში, რუსთაველის გამზირზე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს გახსნიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მუზეუმში ბოლო 80 წლის მანძილზე მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრების 3500-ზე მეტი ნამუშევარი გამოიფინება, რომლებსაც 20 წლის განმავლობაში მუზეუმის დამფუძნებლები, კოლექციონერები გია ჯოხთაბერიძე და მანანა შევარდნაძე საოჯახო კერძო კოლექციაში აგროვებდნენ.

ქარვასლა - Sputnik საქართველო
ეთერ მეტრეველის ნახატების გამოფენას თბილისის ისტორიის მუზეუმი უმასპინძლებს

ხელოვნების ნიმუშები 1945 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. მათ შორის არის აპოლონ ქუთათელაძის, კორნელი სანაძის, ნათელა იანქოშვილის, ედმონდ კალანდაძის, სერგო ფარაჯანოვის, ჯიბსონ ხუნდაძის, ალბერტ დილბარიანის, ზურაბ ნიჟარაძის, ლევ ბაიახჩევის, გივი თოიძის, თენგიზ მირზაშვილის, რადიშ თორდიას, თემო ჯაფარიძის, გაიანე ხაჩატურიანის, თამაზ ხუციშვილის, გოგი ჩაგელიშვილის, ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრები.

საგამოფენო სივრცე 7 000 კვადრატულ  მეტრს მოიცავს და მუზეუმის სამ სართულზე, 31 საგამოფენო დარბაზშია გაშლილი.

მუზეუმში ასევე მოწყობილია უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისად აღჭურვილი საცავი, რომელიც 6 000 სურათს იტევს, 120-კაციანი საკონფერენციო დარბაზი და კიდევ ერთი საგამოფენო სივრცე დროებითი ექსპოზიციებისთვის.

აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
„ყველა ურთიერთობას თავისი იდეოლოგია აქვს" - თბილისში გამოფენა იხსნება

მუზეუმი სწორედ იმ ადგილას აშენდა, სადაც თავის დროზე „მხატვრის სახლი“ იყო განთავსებული, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში თბილისის ომს შეეწირა.

მუზეუმის სტუმრებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, შექმნილია „არტ ჰაუსის“ კომპლექსი, რომელიც აერთიანებს რესტორნებს, კაფეებს, საცურაო აუზს, საუნას, სავარჯიშო დარბაზსა და ბუტიკებს. მიწის ქვეშ განთავსებულია სამსართულიანი ავტოფარეხი 155 მანქანისთვის.

„არტ ჰაუსის“ შემოსავლიდან მიღებული თანხა ისევ მუზეუმის განვითარებას მოხმარდება.

ალტერნატიული სამყარო: თბილისში ნინო ბოსიკაშვილის გამოფენა გაიმართება >>

მუზეუმი ქართული თანამედროვე სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციის გარდა, მხატვრებს კვლევების ჩატარების შესაძლებლობას მისცემს. არსებულ მუდმივ ექსპოზიციას პერიოდულად ახალი ნამუშევრებიც შეემატება.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი 26 სექტემბერს გაიხსნება, მის დათვალიერებას კი მსურველები 2018 წლის 2 ოქტომბრიდან შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0