ბათუმის კინოფესტივალზე გრან-პრი ბრიტანულმა დრამამ მიიღო

© Sputnik / Seyran Baroyanმუსიკალური ფესტივალი BATUMI MUSIC FEST
მუსიკალური ფესტივალი BATUMI MUSIC FEST - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის კინოფესტივალზე გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში დაასახელეს

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ბრიტანელი რეჟისორის რიჩარდ ბილინგემის დრამატული ფილმი „რეი და ლიზი" (Ray & Liz) საავტორო კინოს მე-13 საერთაშორისო ფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა. ფესტივალი გუშინ ბათუმში დასრულდა.

BIAFF-ის სტატუეტები საუკეთესო ფილმების ავტორებს გუშინ, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გამართულ ცერემონიაზე გადასცეს.

„რეი და ლიზი" ბილინგემმა თავის მშობლებს მიუძღვნა, რომლებთანაც მას არცთუ მარტივი ბავშვობა ჰქონდა. ესაა ცნობილი ფოტოგრაფის, თანამედროვე ხელოვნების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული - ტერნერის პრემიის მფლობელის კინოდებიუტი.

BIAFF-ის ჟიურიმ ასევე შეაფასა ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი და მას „წლის საუკეთესო მსახიობის" წოდება მიანიჭა.

BIAFF -ის სტატუეტი საუკეთესო რეჟისურისთვის ერგო ალიჩე რორვახერს ფილმისთვის „ბედნიერი ლაზარე". ამავე სურათში შესასრულებული როლისთვის ადრიანო ტარდიოლომ მიიღო პრიზი „საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლისთვის".

ფილმის გადაღება - Sputnik საქართველო
დიდ ბრიტანეთში მოკლემეტრაჟიანი კინოს ფესტივალზე საქართველო მასშტაბურად მონაწილეობს

ჟიურიმ სპეციალურად აღნიშნა ორი ფილმი - თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი" და ვოლფგანგ ფიშერის „სტიქსი".

საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად აღიარეს ტალალა დერკას „მამებისა და ვაჟების შესახებ". ნომინაციაში „დოკუმენტალისტიკა" სპეციალური პრიზი მიიღო ოდრიუს სტონის ფილმმა „დროის ხიდები".

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი გახდა დავით ფირცხალავას „საშლელი". კატეგორიის დიპლომები გადაეცათ ჩარლზ ყულიამსის მოკლემეტრაჟიან ფილს „ყველა ის არსება" და იაზან ალ გაზავის „საჭმელი ადგილზე მიტანით".

ქართველი კრიტიკოსების ჟიურის ჯილდო მიიღო სერგეი ლოზნიცას ფილმმა „დონბასი". სპეციალურად აღინიშნა სურათი „ბედნიერი ლაზარე".

ფესტივალის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღეს კინოოპერატორმა ლომერ ახვლედიანმა, რეჟისორმა და მსახიობმა გელა კანდელაკმა და კომპოზიტორმა იოსებ ბარდანაშვილმა.

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი 20016 წელს დაარსდა. ფესტივალზე წელს წარმოდგენილი იყო ასზე მეტი ფილმი 35 ქვეყნიდან.

ფილმებს აფასებდა საერთაშორისო ჟიური სერგეი რახლინის თავმჯდომარეობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0