ცნობილი ავსტრიელი ჩელისტი თბილისში კონცერტს გამართავს

© FB / Kerstin Feltzკერსტინ ფელცი
კერსტინ ფელცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები მოისმენენ ანტონინ დვორჟაკის ცნობილ კონცერტს ჩელოსთვის.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი გერმანელი ჩელისტი კერსტინ ფელცი თბილისში 21 სექტემბერს კონცერტს გამართავს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ "შემოდგომის თბილისის" ფარგლებში, იუწყებიან ორგანიზატორები.

გერმანელი ჩელისტი მსმენელის წინაშე წარდგება თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. იგი შეასრულებს ანტონინ დვორჟაკის ცნობილ კონცერტს ჩელოსა და ორკესტრისთვის და ასევე მის მე-9 სიმფონიას "ახალი სამყაროდან".

კერსტინ ფელცი ვაიმარის უმაღლესი მუსიკალური სკოლის კურსდამთავრებულია (1983). ამასთანავე დამთავრებული აქვს მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა. 1980 წელს გაიმარჯვა ლაიფციგში იოჰან სებასტიან ბახის სახელობის საერთაშორისო კონკურსში. 1994 წლიდან კი გრაცში მუსიკის უნივერსიტეტის პროფესორია.

ვარსკვლავური სტუმრები - Sputnik საქართველო
შემოდგომის ვარსკვლავთცვენა: თბილისის ფესტივალი მთელი მსოფლიოს მუსიკოსებს შეკრებს

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი" საქართველოს დედაქალაქში 1993 წლიდან ტარდება. ფესტივალის დამაარსებელი და მუდმივი პარტნიორია თბილისის მერია.

წლევანდელი ფესტივალი 7 სექტემბერს გაიხსნა და სხვადასხვა ქვეყნების მუსიკოსები შეკრიბა. ჯანსუღ კახიძის კულტურულ-მუსიკალური ცენტრის სცენაზე გამოდიან მსოფლიოში სახელოვანი მუსიკოსები იტალიიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, პოლონეთიდან და ესპანეთიდან.

ფესტივალში მონაწილეობა უკვე მიიღო ცნობილმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა. გარდა ამისა, დაგეგმილია იტალიელი მევიოლინის დომენიკო ნორდიოს, რუსი პიანისტის მიხაილ ლიდსკის, იაპონელი პიანისტ ტომიკო ინოუესა და სხვების კონცერტები.

 

ყველა ახალი ამბავი
0