მუსიკისა და სიყვარულის 20 წელი: ნინო ქათამაძე მოსკოვში საიუბილეო პროგრამას წარადგენს

© Sputnik / Levan Avlabreliნინო ქათამაძე
ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი მელომანები ნინო ქათამაძის შემოქმედებით აღფრთოვანებული არიან, ამიტომ მოსკოვი ქართველი შემსრულებლის საგასტროლო გრაფიკში ხშირად ფიგურირებს.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი ჯაზ-მომღერალი ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight მოსკოვის „ვეგას სიტი ჰოლში" 29 მარტს გამოვლენ, იუწყებიან ორგანიზატორები.

შემსრულებელი რუსეთის დედაქალაქში წარმოადგენს საიუბილეო პროგრამას 20 YEARS OF MUSIC & LOVE (მუსიკისა და სიყვარულის 20 წელი).

ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
ქათამაძე: ერთი წლის განმავლობაში 80-მდე კონცერტს ვატარებ

„ნინოს შემოქმედებისადმი მზარდი ინტერესი ადვილად ასახსნელია: ის ერთ-ერთი იშვიათი შემსრულებელია არაპროგნოზირებადი მუსიკალური გამომსახველობით. მას პირველივე ნოტიდან ცნობენ, მისი ხმა და შესრულების მანერა მთელი ცხოვრება არ დაგავიწყდება. ნინო ქათამაძე & Insight - ეს რთული, გონიერი, გულწრფელი და ემოციური მუსიკაა; ესაა ცხოვრების შესახებ ფილოსოფიური თხრობა, ხოლო ლირიკის შესაცნობად საჭიროა არაა, ქართული ენა იცოდე. ნინოს ღვთაებრივი ხმა გადმოსცემს არა ხმას, არამედ გრძნობებს“, – ნათქვამია ანონსში „ვეგას სიტი ჰოლის“ ვებ-გვერდზე.

ნინო ქათამაძე 1972 წლის 21 აგვისტოს ქობულეთში დაიბადა. პირველად სცენაზე ოთხი წლის გამოვიდა. 1990 წელს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის ვოკალურ განყოფილებაზე ჩაირიცხა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ჯგუფთან ერთად გამოდიოდა და მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში.

პროფესიული კარიერა ჯგუფ Insight-თან ერთად ქათამაძემ 1999 წელს დაიწყო. მომღერალი ასრულებს ჯაზის, ბლუზის და world music-ის სინთეზს, მალე მიაღწია წარმატებას როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპაში. ნინო ქათამაძე საქართველოს, რუსეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მუსიკალურ ფესტივალებში აქტიურად მონაწილეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0