ფესტივალი  Alfa Future People

თბილისში 90-იანების ფესტივალი გაიმართება

141
(განახლებულია 21:47 16.09.2018)
საღამოზე გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის ესტრადის პოპულარული შემსრულებლები წარდგებიან

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ფესტივალი-კონცერტი 90'sFestival (90-იანების ფესტივალი), რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებს ეძღვნება, თბილისში 29 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

პირქუში The Tiger Lillies თბილისის თეატრალურ ფესტივალზე წარდგება >>

ღონისძიება Alibi Arena-ს სივრცეში გაიმართება. სცენაზე წარდგებიან აჩიკო მეფარიძე, ლელა წურწუმია, თემურ თათარაშვილი, ლექს-სენი, ნინი ქარსელაძე, თიკა ჯამბურია, მარიკა თხელიძე, DJ SET და ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“.

ორგანიზატორების თქმით, ეს იქნება ყველაზე თბილი და ნოსტალგიური ფესტივალი, მაშინდელი ეპოქის უამრავი დეკორაციითა და მონატრებული არტისტებით.

„ALIBI ARENA — 21 000 კვ მეტრის ფართობის საფესტივალო სივრცე, ყველანაირი ინფრასტრუქტურით საშუალებას მოგვცემს მოვაწყოთ უამრავი გასართობი აქტივობა: შევწვათ მწვადები, გამოვხადოთ არაყი, დავანთოთ ცეცხლი, დავლიოთ რამდენსაც შევძლებთ და მოვუსმინოთ ბავშვობის ჰიტებს“, — ნათქვამია ღონისძიების ანონსში.

აღნიშნულია, რომ სასურველია სტუმრები 90-იანების სტილის სამოსით გამოცხადდნენ.

ფესტივალი 18:00 საათზე იხსნება, კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ადგილზე ან ონლაინ.


141
თემები:
საქართველო და კულტურა (666)