მარჯანიშვილის სახელობის თეატრი

იწყება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

74
(განახლებულია 15:01 14.09.2018)
„Sputnik-საქართველო" გთავაზობთ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც უცხოურ, ისე ერვნულ დადგმებს

თბილისის საიუბილეო Х საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წარმოგიდგენთ ყველაზე საინტერესო და ორიგინალურ სპექტაკლებს, მიუზიკლებსა და შოუს აშშ-ის, კანადის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, მალაიზიის, ჩინეთისა და საქართველოს დასების შესრულებით. ფესტივალი დედაქალაქში 14-30 სექტემბერს გაიმართება.

საერთაშორისო პროგრამა

„ბროდსკი/ბარიშნიკოვი" იოსიფ ბროდსკის პოეზიის მოტივებზე, რიგის ახალი თეატრი (ლატვია) - 14, 15, 16 სექტემბერი, 20:00 სთ (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)

„ვეფხვი და ლომი", ბადენის სახელმწიფო თეატრი (გერმანია) - 14, 15, 16 სექტემბერი, 20:00 სთ (სამეფო უბნის თეატრი)

„ცირკოპოლისი", ელუაზის ცირკი (კანადა) - 17, 18 სექტემბერი, 20:00 (გრიბოედოვის სახელობის თეატრის დიდი სცენა)

„ალან პოს მოჯადოებულ სასახლე, ტაიგერ ლილიზი", The Tiger Lilies (დიდი ბრიტანეთი) - 20 სექტემბერი, 20:00 (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)

„მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)" ნინო ხარატიშვილის ნაწარმოების მიხედვით, ჰამბურგის თეატრი Thalia (გერმანია) - 23 სექტემბერი, 19:00, (რუსთაველის თეატრის დიდი სცენა)

„საბრძოლო ხელოვნება ცეკვის ენით", ცეკვის თეატრი Zhao Liang (ჩინეთი) - 26 სექტემბერი, 20:00 (გრიბოედოვის თეატრის დიდი სცენა)

მიუზიკლი „ფროიდის სიგარა", Sthlms Musikteater SMT (შვედეთი) - 26 სექტემბერი, 20:00 (მარჯანიშვილის თეატრი, სხვენი)

„დიალოგი კანს შიგნით" Hands Percussion (მალაიზია) - 30 სექტემბერი, 20:00 (მარჯანიშვილის თეატრი, დიდი სცენა)

ქართული პროგრამა

ბერტოლდ ბრეხტის „დედა კურაჟი და მისი შვილები", თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თაეტრი - 25, 26 სექტემბერი, 20:00 (თუმანიშვილის თეატრი)

პეტერ ვაისის „მარატ-სადი", ილიას უნივერსიტეტის თეატრი - 25, 26 სექტემბერი, 21:00 (ილიას უნივერსიტეტის თეატრი)

ალექს ჩიღვინაძის „მიწა თავისას მოითხოვს" - 26 სექტემბერი, 14:00 (მარჯანიშვილის თეატრის სარეპეტიციო დარბაზი)

დავით ხორბალაძის „ლაშა-გიორგი ისრულებს ოცნებას", ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის - 26 სექტემბერი, 17:00 (გაბრიელ სალოსის პირველი შესახვევი, 2, ყოფილი ელექტროქარხანა)

ჟან-პოლ სარტრის „ცუდი დედა", მარჯანიშვილის თეატრი - 26, 27 სექტემბერი, 20:00 (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)

„დადგი შენი ქალაქი" (საფრანგეთი, გერმანია, საქართველო) - 27 სექტემბერი (მარჯანიშვილის თეატრის სარეპეტიციო დარბაზი)

„ქართული ფანტაზიები", თითების თეატრი - 27 სექტემბერი, 14:00 (მარჯანიშვილის თეატრი, სხვენი)

„რამონა", რეზო გაბრიაძის თეატრი - 27 სექტემბერი, 18:00 (გაბრიაძის მარიონეტების თეატრი)

„ედიტ პიაფი", ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის თეატრი - 27 სექტემბერი, 20:00 (თუმანიშვილის თეატრი)

გოგოლის „შინელი", გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების თეატრი - 28 სექტემბერი, 13:00 (მიქელაძის თოჯინების თეატრი)

„პასპორტი", ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის - 28 სექტემბერი, 18:00 (გაბრიელ სალოსის პირველი შესახვევი, 2, ყოფილი ელექტროქარხანა)

მოლიერის „ტარტიუფი", ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი - 28 სექტემბერი, 20:30 (მუსიკისა და დრამის თეატრი)

„როცა ქვეყანა დიდია", თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი - 29 სექტემბერი, 18:00 (თუმანიშვილის თეატრი)

ლარს ნურენის „ალტონელი განდეგილები", სამეფო უბნის თეატრი - 29 სექტემბერი, 20:30 (სამეფო უბნის თეატრი)

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს თბილისის მერიის მიერ ქალაქის, მისი კულტურისა და მდიდარი შემოქმედებითი ატმოსფეროს პოპულარიზაციის მიზნით დაარსდა. ფესტივალი ყოველწლიურად სცენაზე წარმოადგენს სეზონის არა მარტო წარმატებულ თეატრალურ დადგმებს, არამედ იგი ხდება შემოქმედებითი დისკუსიების, გამოფენებისა და პერფორმანსების არენა, რომელშიც მთელი მსოფლიოს თეატრალური კოლექტივები მონაწილეობენ. 2011 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა.

თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე აბონემენტებისა და ბილეთების შეძენა შესაძლებელია მარჯანიშვილის თეატრის სალაროში და ონლაინ.

 

74
თემები:
საქართველო და კულტურა (666)