დემნა გვასალია

ძმები გვასალიები მოდის სამყაროში ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში მოხვდნენ

446
(განახლებულია 18:15 11.09.2018)
ქართველი დიზაინერები მოდის სამყაროს დაპყრობას განაგრძობენ

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. წარმატებული ქართველი დიზაინერები დემნა და გურამ გვასალიები BoF 500-ის რეიტინგის მიხედვით მოდის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის მოხვდნენ, რეიტინგი გამოცემა The Business of Fashion —მა გამოაქვეყნა.

 „მოდის ოსკარი" და მადლობა ბებიას: დემნა გვასალიას ჯილდო გადასცეს>>>

მოდის ინდუსტრიაში 500 ყველაზე გავლენიანი ადამიანი ს ჩამონათვალი ნიუ-იორკის მოდის კვირეული ფარგლებში წარმოადგინეს, რომლის შემდეგაც მსოფლიო შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართა.

BoF 500-ის რეიტინგში გვასალიები პირველად სამი წლის წინ მოხვდნენ. მას შემდეგ ძმები მუდმივად ინარჩუნებდნენ ჩამონათვალში ღირსეულ ადგილს. 

BoF 500 პროფესიონალური რეიტინგია, რომელიც 500 დიზაინერს გამოყოფს — სტილისტებს, მოდური ბრენდების დირექტორებს, მოდელებს, ჟურნალისტებს, რომლებმაც გასულ წელს მოდის სამყაროზე ყველაზე მეტი გავლენა მოახდინეს. რეიტინგი BoF 500-ის ადრინდელი მონაწილეების ხმის მიცემის, სტატისტიკისა და Business of Fashion —ის ექსპერტების საფუძველზე დგება.

დემნა გვასალიას პოპულარობა მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. მისი თითოეული კოლექცია სეზონის ჰიტი ხდება.

Vetements-ი დემნასა და მისი ძმის, გურამ გვასალიას ბრენდია, რომელიც ფრანგულად  „ტანსაცმელს" ნიშნავს.

2015 წელს დემნა გვასალია მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი გახდა.

დემნა გვასალია ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭომ (CFDA) პრემია  „მოდის ოსკარით" დააჯილდოვა, გურამ გვასალიამ კი მოდის სამყაროში Vetements-ის მარკის კომერციული მიღწევებისთვის ჯილდო როგორც საუკეთესო  „საერთაშორისო ბიზნეს-ლიდერმა" მიიღო.

 

446
თემები:
ქართველი დიზაინერები მოდის სამყაროს იპყრობენ (70)