ჯგუფ ДДТ-ს კონცერტი გაუქმებულია

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიჯგუფ ДДТ-ს კონცერტი
ჯგუფ ДДТ-ს კონცერტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსული ჯგუფის კონცერტის ორგანიზატორები იუწყებიან, რომ ქართველი მაყურებელი ბილეთებში გადახდილი თანხის დაბრუნებას შეძლებს.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. გაუქმდა რუსული როკ-ჯგუფ ДДТ-ს კონცერტი, რომელიც ქობულეთში ფესტივალ Kobuleti Ozone Fest 2018-ის ფარგლებში, იუწყებიან ორგანიზატორები Facebook-გვერდზე.

ჯგუფი ДДТ კონცერტს ქობულეთში გამართავს >>

„მეგობრებო, როგორც იცით, 25 აგვისტოს ახალი ფესტივალის Kobuleti Ozone Fest-ის დებიუტი უნდა შემდგარიყო. ძალიან ვწუხვართ, მაგრამ მთელი რიგი გარემოებების გამო, ფესტივალის მზადების პროცესი შეფერხდა“, — ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ჯგუფი ДДТ საქართველოში მომავალ წელს მეათე საიუბილეო ფესტივალ Tbilisi Open Air-ზე ჩამოვა.

„მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია“, — აღნიშნეს ორგანიზატორებმა და მოიხადეს ბოდიში იმ მაყურებლების წინაშე, რომლებმაც ფესტივალის ბილეთები შეიძინეს.

როკ-ჯგუფ „ბი-2“-ის სოლისტი ლოივა (ეგორ ბორტნიკი) - Sputnik საქართველო
ჯგუფი „ბი-2“ თბილისში კონცერტს გამართავს

ამასთან აღნიშნულია, რომ ქართველი მაყურებელი ბილეთებში გადახდილი თანხის დაბრუნებას შეძლებს.

ფესტივალი ქობულეთში პირველად იმართებოდა. ფესტივალზე ასევე უნდა გამოსულიყვნენ Soft Eject, Green Room, „გამოუვალი მდგომარება", Nemra, Asea Sool, Sevda და Vako T.

იური შევჩუკი და ჯგუფი ДДТ საქართველოში ადრეც წარდგნენ — 2003, 2012 და 2015 წელს.

ჯგუფი ДДТ იური შევჩუკმა უფაში 1980 წელს დააარსა. 1986 წელს შევჩუკი ლენინგრადში გადავიდა.

ჯგუფის ყველაზე ცნობილი ალბომებია "Я получил эту роль" (1988), "Актриса весна" (1992), "Это все" (1995), "Мир номер ноль" (1999), "Метель августа" (2000), "Единочество" (2002-2003).


ყველა ახალი ამბავი
0