პარკური, რბოლა და ცეკვა-სიმღერა: ლუდის ფესტივალი ლაგოდეხში

© photo: courtesy of Oksana Dzadanლუდის ფესტივალი
ლუდის ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიება, რომელიც წელს მასშტაბურად აღინიშნება, 11:00 საათზე გაიხსნება. მანამდე კი, ერთი საათით ადრე, ავტომოყვარულთა რეგისტრაცია დაიწყება, რომლებიც რბოლაში მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. გრანდიოზული ფესტივალი "ლაგოდეხი 2018" ლაგოდეხის ტყე-პარკის ტერიტორიაზე 11-12 აგვისტოს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

მთაწმინდის პარკში წუწაობის ფესტივალი გაიმართა - Sputnik საქართველო
მთაწმინდის პარკში "წუწაობის ფესტივალი" გაიმართა

ფესტივალზე სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ ლუდი, მონაწილეობა მიიღონ სლალომისა და პარკურის ჩამპიონატში, ბოლოს კი მოუსმინონ ელექტრონულ მუსიკას. 

„თქვენ გელით გრადიოზული წარმოდგენები, ბევრი მუსიკა, გართობა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. გელოდებით, ნუ დარჩები სახლში, მოდი ტყე-პარკის ტერიტორიაზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

ღონისძიება, რომელიც წელს მასშტაბურად აღინიშნება, 11:00 საათზე გაიხსნება. მანამდე კი, ერთი საათით ადრე, ავტომოყვარულთა რეგისტრაცია დაიწყება, რომლებიც რბოლაში მიიღებენ მონაწილეობას.  

რაც შეეხება თავად ლუდის ფესტივალს, ის 16:00 საათზე დაიწყება, ხოლო პარკურის ჩემპიონატი 17:00-20:00 საათამდე გაგრძელდება. 

დღესასწაულს დაასრულებს კლუბური მუსიკის კონცერტი, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება. 

ფესტივალზე დასწრება უფასოა. ღონისძიების ორგანიზატორია ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი. 

 

ყველა ახალი ამბავი
0