ბერძენი რეჟისორი ქართველი თეატრალების ენერგიას „გამოაფხიზლებს“

© photo: courtesy of ADO Theatre - Collectiveდამოუკიდებელი თეატრი ბაქოდან
დამოუკიდებელი თეატრი ბაქოდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეატრალების გარდა, ტრენინგები საინტერესო იქნება მათთვის, ვინც კრიზისულ ცხოვრებისეულ ვითარებაში იმყოფება, დასაყრდენს ან შთაგონების წყაროს ეძებს

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ცნობილი ბერძენი თეატრალური რეჟისორი, მასწავლებელი და მწერალი სტამატის ეფსტათიუ თბილისს ეწვევა და თავის მეთოდიკაზე „ურთიერთკავშირის თეატრი“ დაფუძნებულ მასტერ–კლასს ჩაატარებს, იუწყებიან ორგანიზატორები.

სტამატის ეფსტათიუ დაინტერესებულია ანთროპოლოოგიით, ბუტოს ცეკვით, მსოფლოს ხალხთა სულიერი ტრადიციებით, ხმისა და ვოკალის კვლევით თავისი მეთოდიკის საფუძველზე. ეს პირადად მისი შექმნილი თეატრის დანახვის მეთოდია, რომელსაც ანვითარებს ისეთი გრძელვადიანი პროექტებით, როგორიცაა „ენერგია“, „კოსმოსი“ და სხვა.

ბერძენი რეჟისორი მასტერ–კლასებს თემაზე „ენერგიის გარდაქმნა“ 25 და 26 ივლისს მარჯანიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ჩაატარებს. გაკვეთილები 10:00–დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. სემინარების სამუშაო ენაა ინგლისური ან რუსული (მოთხოვნით) ქართული თარგმანით. ადგილები შეზღუდულია.

„სწორედ ამ ტრენინგში ჩვენ ერთად შევქმნით საკრალურ სივრცეს, რომელშიც ყოველი ინდივიდუალური და ჯგუფური მომენტი იქნება მნიშვნელოვანი და პატივისცემით მიღებული. ასევე, მივესალმებით გარკვეულ გროტესკსა და „სოციალურად მიუღებელ“ ფორმებსაც, რომელთაც ჩვენ საქმიანობაში შეუძლიათ პოეტური და სიურეალისტური განზომილების შემოტანა“, – აცხადებს სტამატის ეფსტათიუ, იუწყებიან ორგანიზატორები.

სემინარი შედგება:

– ფიზიკური ენერგიის კვლევა და მასთან მუშაობის ტექნიკები;
– ბუნებრივი სიმღერა, ხმოვანი და სხეულებრივი ლანდშაფტების კვლევა;
– მსოფლიოს ხალხთა სიმღერები;
– ტექსტის, სიმღერისა და ბგერის ხორცშესხმა სხეულის მეშვეობით;
– ინდივიდუალური და ჯგუფური მოქმედება. ფოკუსი ქოროსა და პროტაგონისტის, ბრბოსა და ინდივიდის ურთიერთკავშირზე;
– იმპროვიზაციები და სტრუქტურული იმპროვიზაციები;
– დისკუსია მუშაობის დასრულების შემდეგ.

ორგანიზატორები მონაწილეებს აფრთხილებენ, რომ მათ ზეპირად უნდა იცოდნენ მცირე ზომის ტექსტი ან ფრაგმენტი მშობლიურ ენაზე (5-10 სტრიქონი), ერთი ხალხური სიმღერა (თემასა და შესრულების დონეს მნიშვნელობა არა აქვს).

ორგანიზატორების თქმით, მასტერ–კლასები სასარგებლო იქნება მათთვის, ვინც დაკავებულია თანამედროვე თეატრითა და პერფორმანსით, მოცეკვავეების, მსახიობების, რეჟისორების, ფსიქოლოგების, მწვრთნელებისა და ჯგუფის ლიდერებისათვის, ვინც მისდევს იოგას, ბუტოს, აუთენტურ მოძრაობას, საცეკვაო იმპროვიზაციებს, ვინც ეძებს ახალ საშუალებებს საკუთარი იდენტურობის გამოსახატავად, ვინც იმყოფება ცხოვრებისეულ კრიზისში და ეძებს საყრდენ წერტილებსა და შემოქმედებითი შთაგონების წყაროებს.

სტამატის ეფსტათიუ Stamatis Efstathiou არის თეატრალური ლაბორატორია „ათროპოსის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი, რეჟისორი და მკვლევარი, პედაგოგი და მწერალი, პერფორმერი.

იგი სწავლობდა სხვადასხვა ევროპელ ოსტატებთან: პოლონეთში (ეჟი გროტოვსკის ინსტიტუტი, თეატრი „გარდენიცე“ ), საფრანგეთში (თეატრი „დუ სოლეი“), გერმანიასა და სერბიაში.

მის მიერ განხორციელებულმა პროექტებმა მოიცვა მსოფლიოს დიდი ნაწილი: საბერძნეთი, ინდოეთი, პოლონეთი, ირანი, გერმანია, სომხეთი, ბულგარეთი, დანია, სამხრეთ კორეა, რუსეთი, მექსიკა, ესპანეთი, ბელარუსი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა.

ყველა ახალი ამბავი
0