ბიბლიოთეკა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას სახელობის დარბაზი გაიხსნება

60
(განახლებულია 13:15 13.07.2018)
ახალ დარბაზში გამოიფინება ავტორის ცხოვრებაშივე გამოსული უნიკალური გამოცემები, ასევე დიდი შემოქმედის ხელნაწერები.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. თბილისში, ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში 13 ივლისს დიდი შემოქმედის, გენიალური ქართველი პოეტისა და მწერლის ვაჟა-ფშაველას სახელობის სამკითხველო დარბაზი, ასევე მკითხველის ახალი სარეგისტრაციო სივრცე გაიხსნება, აღნიშნულია ბიბლიოთეკის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

როგორც ბიბლიოთეკაში აღნიშნავენ, ვაჟა-ფშაველას სამკითხველო დარბაზში გამოფენილი იქნება მწერლის სიცოცხლეში დაბეჭდილი უნიკალური გამოცემები, მისი პორტრეტები და ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული ვაჟას ხელნაწერები.

Оригинальные издания произведений Важа-Пшавела
© Sputnik / Levan Avlabreli
ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების ორიგინალური გამოცემები

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ვაჟა-ფშაველას დარბაზის გახსნას აუცილებლად მიიჩნევს, რადგან, მისი თქმით, „ამ აზროვნებისა და გაქანების ადამიანი ჩვენ ორი-სამი თუ გვყავდა და მისი სახელის ქვეყნის უპირველეს წიგნსაცავში შესაბამისი წარმოჩენა ძალიან მახარებს".

„მით უფრო მნიშვნელოვანი და სიმბოლურია ამ დარბაზის დამოუკიდებლობის დარბაზი-მუზეუმის სივრცეში გაჩენა — ვაჟა თავისუფლების უმთავრესი ქომაგია. სასიამოვნოა, რომ ამ ყველაფერს განახლებული რეგისტრატურაც ემატება და ეს ყველაფერი კერძო ბიზნესის ხელშეწყობით ხდება", — აღნიშნავს კეკელიძე.

„საქართველოში დაწესდება ვაჟა-ფშაველას სახელობის ლიტერატურული პრემია">>

ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას სახელობის სამკითხველო დარბაზისა და ახალი სარეგისტრაციო სივრცის გახსნა ხორციელდება კომპანია „m2 უძრავი ქონების" მხარდაჭერით, 2017 წელს კომპანიასა და ბიბლიოთეკას შორის ხელმოწერილი თანამშრომლობისა მემორანდუმის ფარგლებში.

60
თემები:
საქართველო და კულტურა (702)