ნინო ქათამაძე

ნინო ქათამაძე თბილისში უფასო კონცერტს გამართავს

146
(განახლებულია 14:01 12.07.2018)
თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის პოპულარული საესტრადო-ჯაზ-შემსრულებლები გამოვლენ

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ცნობილი ქართველი ჯაზ-მომღერალი ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight, ასევე სხვა პოპულარული შემსრულებლები დედაქალაქში გამოვლენ თბილისის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ" ფარგლებში, იუწყებიან ორგანიზატორები.

ქათამაძე 13 ივლისს, საღამოს ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში, მედიათეკის სკვერში გამოვა. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

შემდეგი კონცერტი პროექტის „თბილისის ცის ქვეშ" ფარგლებში 22 ივლისს არის დაგეგმილი. ამ დღეს ვაკის პარკში გამოვა ამსტერდამის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ორკესტრი Sweelinck orchestra.

„თბილისის ცის ქვეშ" თბილისის მერიის ახალი პროექტია, რომელიც აერთიანებს კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებს. ის აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. ახალი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კონცერტების, საგანმანათლებლო ლექციების გამართვა, გამოფენების, თეატრალური და მუსიკალური, ასევე ფოტოხელოვნებისა და გრაფიტრის ფესტივალების მოწყობა. ღონისძიებებში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია.

როგორც მერიაში აღნიშნავენ, პროექტი საშუალებას იძლევა, ქალაქი სხვა რაკურსით წარმოჩნდეს, დედაქალაქში შეიქმნის ახალი საინტერესო ადგილები, ასევე გაამრავალფეროვნოს თბილისური ცხოვრება კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხარჯზე.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობას, ახალი ტალანტების მოძიებასა და მხარდაჭერას, თბილისის რეკრეაციულ ზონებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბებას.

146
თემები:
საქართველო და კულტურა (666)