კინოფირი

პოლიტიკა, სიყვარული და ვნება: ლანა ღოღობერიძე ახალ ფილმს იღებს

33
(განახლებულია 19:58 11.07.2018)
ღოღობერიძის თქმით, ეს ყველაზე გულწრფელი ფილმი იქნება მის ნამუშევრებს შორის.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ახალ ფილმს იღებს, რომლის სახელწოდებაცაა „მინდვრის ყვავილები“, ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფილმში როლებს შეასრულებენ: ზურა ყიფშიძე, გურანდა გაბუნია,  ნინო კირთაძე და ნანა ჯორჯაძე. 

ღოღობერიძის თქმით, ეს ყველაზე გულწრფელი ფილმი იქნება მის ნამუშევრებს შორის.

ფილმის სიუჟეტი ორი ქალის გარშემო ვითარდება, რომლებსაც ცხოვრებაზე საპირისპირო წარმოდგენა აქვთ. რეჟისორს მათ მაგალითზე სურს აჩვენოს, რა უფრო მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პრინციპები თუ ადამიანური მხარდაჭერა. რაღა თქმა უნდა ფილმი ასევე შეეხება მარადიულ თემებს — სიყვარულსა და ვნებას.  


33