დარენ არონოფსკი

ამერიკელი კინორეჟისორი დარენ არონოფსკი საქართველოს ეწვია

107
(განახლებულია 20:07 08.07.2018)
არონოფსკი არ გამორიცხავს, რომ საქართველო კინოგადაღებების ლოკაციად გამოიყენოს

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი და სცენარისტი დარენ არონოფსკი (Darren Aronofsky) საქართველოს ეწვია, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი საქართველოში არა სამუშაო, არამედ კერძო ვიზიტით იმყოფება. თუმცა, მიუხედავად ამისა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და კინოცენტრის თხოვნით, არონოფსკი ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრას დათანხმდა.

რეჟისორის თქმით, ის მოხიბლულია საქართველოთი, როგორც კინოგადაღებების უნიკალური ლოკაციით, რის შედეგად არანოფსკი არ გამორიცხავს ქვეყანაში კიდევ ერთ ვიზიტს, ოღონდ – სამუშაოს.

 „საქართველოში მართლაც საოცარი ადგილები აღმოვაჩინე. ვიყავი ყაზბეგში და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში (ჭიათურა). ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია გადასაღები სივრცის პოვნა ნებისმიერი იდეისთვის. თუმცა, ამჯერად საქართველოში პირადი მიზეზების გამო ჩამოვედი. არ გამოვრიცხავ კიდევ ერთ – სამუშაო ვიზიტს“, – განუცხადა დარენ არონოფსკიმ ქართული მასმედიის წარმომადგენლებს.

ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი დარენ არონოფსკი ბრუკლინში (ნიუ–იორკი) დაიბადა. 1991 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივესიტეტი, სადაც შეისწავლა ანთროპოლოგია, კინო და ანიმაცია.

არონოფსკის ცნობილი ფილმებია: „ოცნებების რეკვიემი“, „შავი გედი“, „შადრევანი, „ნოე“, „წყარო და სხვა.


107
თემები:
საქართველო და კულტურა (668)