ჯგუფი Cigarettes After Sex

Cigarettes After Sex! თბილისელებს მელანქოლიური მუსიკა ელოდებათ

54
(განახლებულია 15:20 13.06.2018)
ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს ამერიკული ჯგუფი რომანტიკულ საღამოზე იწვევს.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. პოპულარული ამერიკული ჯგუფი Cigarettes After Sex, რომელიც მუსიკას ambient pop-ის სტილში ასრულებს, თბილისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Summer Set-ის ფარგლებში გამოვა, რომელიც 27 ივნისსაა დაგეგმილი, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალში Cigarettes After Sex-თან ერთად მონაწილეობენ ბრიტანელი მუსიკოსი და ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი Koreless-ი, კოპენჰაგენის ექსპერიმენტალური პოპ-ტრიო WhoMadeWho და შვედური ელექტრონული დუეტი Gidge.

საქართველოში ელტონ ჯონის პირველი კონცერტი ივნისის ბოლოს გაიმართება>>>

ფესტივალის სრული ლაინ-აპი ახლო მომავალში გამოცხადდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებ-გვერდებზე tkt.ge და biletebi.ge.

Summer Set — საცეკვაო კლუბური მუსიკის ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ტარდება.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, 2019 წლიდან ფესტივალი სამთო კურორტ გუდაურში გადაინაცვლებს, სადაც Summer Set ყოველ ზაფხულს ჩატარდება.

„ფესტივალის ახალი ჰიბრიდული მოდელის ფილოსოფია აერთიანებს საქართველოს მთის კურორტებს, ელექტრონულ და ინსტრუმენტულ მუსიკას: ორი სცენა, სპორტის ცხრა სახეობა, კარვების ქალაქი და განსხვავებული ვორქშოფები და სოციალურ-კულტურული თემები", — აღნიშნავენ ორგანიზატორები.

2019 წლის 27 ივნისს ფესტივალის განახლებული ფორმატის პრეზენტაცია სახელწოდებით Summer Set. Reincarnation თბილისის ზღვაზე გაიმართება.

54
თემები:
საქართველო და კულტურა (734)